ნარდის ჩემპიონატის მომსახურება მსაჯით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის 26 მაისის ხარჯები - 01 მაისი 2015


გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 26 მაისის საზეიმო ვითარებაში აღნიშნვისთვის ტენდერი, უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო/თავდაპირველი ღირებულება 20 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ხდება შემდეგი მომსახურებების შესყიდვა: 

,, ღონისძიების  უზრუნველყოფა  განათებისა  და  გახმოვანების  აპარატურით; ღონისძიების უზრუნველყოფა დროშებით - 50 საქართველოს დიდი დროშა და 800 ცალი საქართველოს პატარა დროშა; ქალაქის ცენტრალური ქუჩის, ასევე კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიის უზრუნველყოფა ზონარზე დამაგრებული საზეიმო ფერადი ალმებით 350 მეტრი (ალმების ფერი შეთანხმდეს შემსყიდველთან); ქალაქის ცენტრალური ქუჩის გაფორმება მისალოცი ბანერებით - 2 ცალი, წარწერა უნდა იყოს ბანერის ორივე მხარეს (ბანერის ფორმა, დიზაინი და წარწერა შეთანხმდეს 
შემსყიდველთან);  

აბრებისა და დროშების მონტაჟი, დემონტაჟი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე და ელექტრო ენერგიის მიყვანა ადგილამდე (ქალაქის ცენტრალური ქუჩის გაფორმება მისალოცი ბანერებით -2 ადგილას, ზონარზე დამაგრებული სპეციალური ფერად ალმებით -10 ადგილას ცენტრალურ ქუჩაზე და პარკში, სცენის ფასადის გაფორმება ფერადი ბუშტების გირლიანდებით); ღონისძიების უზრუნველყოფა საჰაერო შოუთი - 200 ცალი (ჰელიუმით გაბერილი ბუშტები) ბუშტების ფერი შეთანხმდეს შემსყიდველთან; ღონისძიების უზრუნველყოფა ცნობადი მომღერლის სოლოკონცერტით - არანაკლებ ერთ საათიანიანი პროგრამით (სოლო კონცერტის შემსრულებელი შეთანხმდეს შემსყიდველთან); ღონისძიების უზრუნველყოფა ცნობადი ჯგუფის კონცერტით -არანაკლებ ერთ საათიანი პროგრამით ( ცნობადი ჯგუფი შეთანხმდეს შემსყიდველთან); ტრადიციული საჭიდაო მოედნის მოწყობა: საჭიდაო მოედნის სპეციალური ნახერხით დაფარვა; ფალავნობის სპორტული ღონისძიების უზრუნველყოფა ხალხურ საკრავთა სამეულით (ზურნა, დუდუკი, დოლი) ფალავნობის ღონისძიების მომსახურება მსაჯთა კოლექტივით (2 კაცი); ფალავნობაში გამარჯვებულთათვის გადასაცემი ფასიანი საჩუქრებით უზრუნველყოფა; ნარდის ჩემპიონატის ორგანიზება (საჭირო რაოდენობის მაგიდებითა და ნარდით მომარაგება); ნარდის ჩემპიონატის მომსახურება მსაჯით (1 კაცი); ნარდის ჩემპიონატში გამარჯვებულთათვის გადასაცემი; ფასიანი საჩუქრებით მომსახურება - I ადგილი ნარდი, II ადგილი - მობილური ტელეფონი III ადგილი - მაჯის საათი"- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments