,,ხეების მოჭრა გამორიცხულია“ - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე + (ვიდეო) - 29 მაისი 2015


რუსთავის ახალგაზრდულ პარკში 112-ის ალტერნატიული ოფისის მშენებლობის შესახებ, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ირწმუნება, რომ  ხეების მოჭრა არ მოხდება. საუბრობს, რომ მოხდება მხოლოდ 3 ხის გადარგვა.

,, ჩვენ 112-ს შევთავაზეთ სხვა ადგილიც მე-11 მკ.რაიონში, მაგრამ იქ არ იყო კომუნიკაციები გაყვანილი და პროექტი ძალიან ძვირი უჯდებოდათ. შესაბამისად, გამოდიოდა ისე, რომ ამ პროექტს სხვა ქალაქში წაიღებდნენე და ის 100 ადგილობრივი, რომელიც ამ ახალ შენობაში უნდა დასაქმდეს - უმუშევარი გვრჩებოდა.
გარწმუნებთ პროექტი დეტალურად გავიარეთ და ხეების მოჭრა გამორიცხულია. მოხდება მხოლოს სამი ხის გადარგვა", - საუბრობს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე.


შეგახსენებთ, რომ 112-ს რუსთავის საკრებულომ უსასყიდლოდ გადასცა ახალგაზრდულ პარკში არსებული 1 776 კვადრატული მიწა - ალტერნეტიული ოფისის მშენებლობისთვის.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS" მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ მშენებლობას. 




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments