საქართველოს გმირი - ვახტანგ გზირიშვილი - 17 სექტემბერი 2015
შეიძლება არსებობს ტკივილი, რომელიც ,,იძინებს",
მაგრამ ნამდვილად არსებობს ტკივილი, რომელიც არასდროს ტოვებს ადამიანს.
მარინა გზირიშვილს, უკვე10 წელია ენატრება შვილი. ვახტანგ გზირიშვილი,
საქართველოს ეროვნული გმირი, 20 წლის ასაკში რუსეთ-საქართველოს ომში
დაიღუპა.
გარდაცვალებამდე უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედას, 3 წლის უნახავი ჰყავდა.
გარდაცვალებამდე უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედას, 3 წლის უნახავი ჰყავდა.
დღეს ვახოს ოთახში სურათები და ტანსაცმელია გამოფენილი.
საწოლზე პოსტერი დევს, სადაც მისი ბიოგრაფია და გმირობის ისტორია წერია.
კომპიუტერი, რომელიც საკუთარი შემოსავლით შეიძინა არ მუშაობს. ახლა ის არც
არავის სჭირდება.
ვახოა გმირი, თუმცა გმირის დედას არანაკლები გმირობის გამოჩენა უწევს.
შვილის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე დაესიზმრა დედას და
ტაძრის აგება სთხოვა. მშენებლობა, უკვე დასრულებულია, თუმცა აქამდე იყო
გრძელი გზა.
სხვადასხვა უწყებები და კონკრეტული ადამიანები, რომელთა ,,შეწუხებაც" უწევდა - ამ დიდი საქმის დასასრულებლად. ტაძრის მშენებლობის გარდა მარინა გზირიშვილი
სხვადასხვა უწყებები და კონკრეტული ადამიანები, რომელთა ,,შეწუხებაც" უწევდა - ამ დიდი საქმის დასასრულებლად. ტაძრის მშენებლობის გარდა მარინა გზირიშვილი
თავდაცვის სამინიტროშიც მუშაობს. ამბობს, რომ ეს
მისთვის მხოლოდ სამსახური არაა.
,, ყველა სამხედროში, ყველა ფორმიანში ჩემ ვახოს ვხედავ. იქ,
რომ შევდივარ ასე მგონია ჭიშკარს ჩემი ვახო მიღებს. სამხედროებიც პატივით
მექცევიან. ზოგჯერ სამხედრო სალამსაც მაძლევენ და მეც ვპასუხობ სიტყვებით:
ვემსახურები საქართველოს",- საუბრობს გზირიშვილი.
ამბობს, რომ თუ ადამიანს არ უყვარს სამშობლო და არ აქვს
პატრიოტული სული ის ვერაფერს გაუკეთებს კარგს თავის ქვეყანას. გული
შესტკივა ყველა ჯარისკაცზე, ეცოდება მტრის შვილდაკარგული დედებიც.
,, როდესაც საუბრობენ რუსეთთან დაახლოებაზე, მე არ ვიცი სხვა
გმირების დედების აზრი, მე ჩემსას გეტყვით. ჩემთვის ეს მიუღებელია. რუსეთი
იყო, არის და იქნება დამპყრობელი. ამას მხოლოდ ჩემი შვილის და მეუღლის
გამო არ ვამბობ. გეტყვით, რომ მე ასევე მეცოდებიან რუსი დედებიც, რომელთაც
დაეღუპათ შვილები. ეს ყველაფერი, ხომ მათი ოკუპანტი მთავრობის ბრალი
იყო"- ამბობს, მარინა გზირიშვილი.
შვილის მსგავსად მეუღლეც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის
ბრძოლაში, აფხაზეთში დაეღუპა. იხსენებს, რომ ვახოც, რომელიც მამის
გარდაცვალებისას 4 წლის იყო, გამუდმებით იმეორებდა, რომ როცა გაიზრდება -
აფხაზეთს დაიბრუნებს.
უთანასწორო ბრძოლაში ჩართულებს, არც მამას და არც შვილს ერგო
გამარჯვება. დღეს მათ გარეშე გატარებული წლები და ტკივილი, მარინა
გზირიშვილს ათქმევინებს სიტყვებს: ,,თუ არაფერი შეიცვლებოდა ქვეყნისთვის
უკეთესობისკენ, რა საჭირო იყო ეს მსხვერპლი?! არ შეიძლებოდა მეც
ვყოფილიყავი ბედნიერი დედა?!"
ამბობს, რომ პირადად მას არავისგან არაფერი სჭირდება, რადგან
არ არსებობს მატერიალური სიკეთე, რომელიც ბედნიერებას მოუტანს. თუმცა არის
მომენტები, რაზეც გულიწყდება. ამბობს, რომ გულს ტკენს რუსთავის
მუნიციპალიტეტის მოწყობილი გმირთა მემორიალი, სადაც არც მისი შვილის და არც
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, სხვა გმირების გვარები არაა
ამოტვიფრული.
გვაჩვენებს ვახოს ლოცვანს, რომელიც იმ სამხედრო შარვლის ჯიბეში
ედო, რომელიც დაბომბვისას ჭურვმა მოსწყვიტა. შენახული აქვს მისი რვეულიც,
სადაც სამხედრო სხვადასხვა სასწავლო წესებთან ერთად, ბოლო გვერდზე,
საკუთარი გარდაცვალების თარიღი აქვს დიდი რიცხვებით დაწერილი.
გმირის დედის დღე ტაძრის მშენებლობით, თავადაცვის სამინისტროში
საქმიანობით და საფლავის მოვლის - საზრუნავითაა სავსე. ერთი შეხედვით
სავსე დღე კი მაინც ცარიელია. ბევრი საქმის მიუხედავად ამბობს, რომ გულში
და გონებაში ერთი წუთითაც არ წყვეტს შვილზე ფიქრს.
პ.ს აღნიშნული მასალის მომზადების მიზანი არაა მკითხველის
დამწუხრება. სურვილი ერთადერთია, არ დავივიწყოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენი
ქვეყნის მშვიდი არსებობისთვის, ვერ გახდნენ მეუღლეები, მამები, ვერ
უმსუბუქებენ სიბერეს მშობლებს და სულ ცოტა იმსახურებენ იმას, რომ
გვახსოვდნენ.
მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Comments