რუსთაველი საჯარო მოხელეები ,,ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე


ქართულ პოლიტიკაში, პარტიულ შეხვედრებზე საჯარო მოხელეთა მიყვანას, ტრადიცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა-მოძრაობამ" ჩაუყარა. ყოფილი მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები ხელისუფლებასა და პარტიას შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ და პარტიული ინტერესებისთვის, როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე საბიუჯეტო თანხებით შეძენილ სამსახურეობრივ ავტომობილებს იყენებდნენ.

დღეს, რუსთავში ,,ქართული ოცნების" გამართულ შეხვედრაზე, სამსახურეობრივი ავტომობილები რამდენად გამოიყენეს საჯარო მოხელეებმა, ჩვენთვის არაა ცნობილი, თუმცა შეხვედრაზე მათი ყოფნა - ღონისძიების მასპინძელის კახი კალაძის ოფიციალური სოციალური გვერდის კადრებიდან ჩანს.

პარტიული შეხვედრის მონაწილეებს შორის არიან რუსთავის მერი და მისი წარმომადგენლები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში: ხათუნა ცერცვაძე და  ზურაბ ჭანტურია.


,,ქართული ოცნების" პარტიული შეკრება დაახლოებით 16:30 წუთზე დასრულდა.
,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა - KKPRESS" კითხვით მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტს: რატომ არ იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში თავიანთ სამსახურებში?

კითხვაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა საჯარო მოხელე, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა არის შვებულებაში. ასევე, მათი თქმით,  დღეს ერთდღიან შვებულებაში გავიდა რუსთავის მერი, დავით ჯიქიაც. რუსთავის მუნიციპალიტეტის განმარტებით მათი საჯარო მოხელეები არიან ,,ქართული ოცნების" წევრები და სურვილი ჰქონდათ ამ შეხვედრაზე დასწრების. შესაბამისად, გავიდნენ შვებულებაში და დაესწრნენ პარტიულ ღონისძიებას.

ვიდეო: ,,შვებულებაში მყოფი" მერი, დავით ჯიქია დღეს დილით რუსთავის მაჟორიტარ, ზვიად ძიძიგურს მასპინძლობს და მედიის თანხლებით რეაბილიტირებულ რუსთავის კულტურის პარკს აცნობს.





რუსთაველი ამომრჩევლების მოსყიდვას, ამჯერად, საცურაო აუზით ცდილობენ - 22 ივნისი 2012


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments