ერთხელ ამერიკაში - ქვემო ქართლის გუბერნატორი აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო

მიუხედავად ქვემო ქართლის რეგიონში არსებული მრავალფეროვანი პრობლემებისა, რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი 9 დღით ამერიკაში ჩასვლას და ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებას ახერხებს.

ხიზანაშვილი ამბობს, რომ ღონისძიებას დაესწრო, როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ამბობს, რომ ჩემპიონატზე მისი დასწრება გამოხატავდა ,,სახელმწიფოს თანადგომას" სპორტსმენების მიმართ. გუბერნატორთან ერთად სპორტსმენებს ამერიკაში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ახლდათ.

,, 21-30 ნოემბრის ჩათვლით გახლდით შვებულებაში და ამ შვებულების დროს ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგეხსენებათ დაძაბული გრაფიკით ვმუშაობ 11- თვეა და უკვე მიწევდა შვებულებაც. გადავწყვიტე ცოტა ხანი მიმეცა უფლება ჩემი თავისთვის - დამესვენა, თუმცა დღედაღამ ვეხმარებოდი ჩვენ გუნდს და არც დამისვენია.


ამ ვიზიტისთვის არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან. თანხები გაიღო ფედერაციის სპონსორმა"- აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი. დასძენს, რომ ამერიკაში პირველად იყო, თუმცა ქვეყნის დათვალიერება არ იყო მისი სტუმრობის მიზეზი.

საუბრობს, რომ ამ პერიოდში რადგან არ მუშაობდა, ანზღაურებაც არ მიუღია და შეიძლება ითქვას - ,, შვებულების დროს ფინანსური ზიანი"  განიცადა.

ფოტოს წყარო: გუბერნატორის ადმინისტრაცია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments