გარდაბნელებს ,,ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი წარუდგინეს + (ვიდეო) - 05 იანვარი 2016

დღეს გარდაბანში პარტია ,,ქართულმა ოცნებამ" კონფერენცია ჩაატარა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, გოჩა ჯამარაული ადგილობრივებს წარუდგინა.
ჯამარაულს კახი კალაძე, დავით სერგეენკო, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ახლდნენ. ღონისძიება კალაძემ გახსნა და განაცხადა, რომ გარდაბნელების მხარდაჭერის იმედი აქვს - როგორც 28 იანვრის გამგებლის ასარჩევ შუალედურ არჩევნებზე, ასევე საპარლამანტო არჩევნებზეც. სიტყვით პარტიის აღმასრულებელი მდივანიც გამოვიდა და რაიონული ოფისების დაგეგმილ გააქტიურებაზე ისაუბრა.

კოალიცია ,, ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა კი შეკრებილებს განუცხადა: ,, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე კარგად საქმეს ვერავინ გააკეთებს."



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 


Comments