რუსთავის მუნიციპალიტეტი, მოსაკრებლების სამსახურის უფროსის მოადგილედ საშუალო განათლების მქონე პირს დაასაქმებს - ანაზღაურება 1250 ლარი

დღეს დაახლოებით 4 საათში დაასრულებს რუსთავის მუნიციპალიტეტი განაცხადების მიღებას ვაკანსიაზე - ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსის მოადგილე. ვაკანსია hr.gov.ge-ზე დევს, უკვე რამდენიმე დღეა და მასზე განაცხადი  89 ადამიანმა გააკეთა.
სავალდებულო მოთხოვნებში მითითებულია: მინიმალური განათლება - საშუალო სკოლა დამთავრებული. მსურველი გაივლის კონკურსის სამი ეტაპს: განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.  მოეთხოვება საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად 6 სამართლებრივი აქტის ცოდნა. დამატებით მოთხოვნებში კი მითითებულია, რომ სასურველია: მსგავს პოზიციაზე ან საჯარო სამსახურში 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება და  უმაღლესი განათლება.

ამ დროისთვის საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის ათამდე ვაკანსია დევს - მათ ნაწილზე მუნიციპალიტეტს სავალდებულო მოთხოვნებში მითითებული აქვს - ,, საშუალო სკოლა დამთავრებული."


Comments