2016 წლის საზეიმოდ შეხვედრა რუსთავის მუნიციპალიტეტს 132 840 ლარი უჯდება - 30 დეკემბერი 2015


,, 2015 წლის საახალწლო ღონისძიებების მოწყობაზე ტენდერი ააიპ  სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრმა გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადებილი იყო 100 000 ლარზე, საბოლოოდ 94 840 ლარით მოიგო შპს ,,ბათერფლაიმ."  საახალწლო კონცერტის გარდა ამ თანხით მოხდა საჩუქრების შეძენა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის, შშმ პირების ბავშვებისთვის, უსინათლოთა მცირეწლოვანი შვილებისთვის, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის.
 ამავე კატეგორიიის ოჯახების წარმომადგენლებისთვის თეატრში 3, 4 და 7 იანვარს გაიმართება საახალწლო სპექტაკლი.

რაც შეეხება ქალაქის გაფორმებას ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა ააიპ ,,უზრუნველყოფას."  გამარჯვებულია  შპს ,,სითი ლაითი."  შესაბამის სამუშაოებს შეასრულებს  38 000 ლარად" - აღნიშნულ ინფორმაციას გვაწვდის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის უფროსი, თამარ აქუბარდია.

რუსთავის ბიუჯეტს საახალწლო ღონისძიებები 47 000 ლარამდე უჯდება - 12 დეკემბერი 2014

რუსთავის მუნიციპალიტეტის საახალწლო პროგრამა:
30 დეკემბერს  16:00 საათზე  - თოვლის ბაბუა მუსიკოს ბავშვებთან ერთად, 3 საათის განმავლობაში ეტლით იმოძრავებს ქუჩებში, ბავშვებს დაურიგებს სათამაშოებს, მოსახლეობას მიულოცავს დამდეგ ახალ წელს.
31 დეკემბერს 12:00 საათზე  მერიის  წინ მოედანზე  გამართულ სცენაზე დაიწყება  თეატრალიზებული წარმოდგენა -კონცერტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებენ  სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის მსახიობები სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, ქალაქში არსებული ქორეოგრაფიული, მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და სოლო მუსიკოს-შემსრულებლები: ხელოვნების სკოლის  ვოკალური ანსამბლი რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის  მოსწავლეები : ,,დრამ-შოუ;' სტუდია ,,ლილე;' ჯანსუღ კახიძის სახელობის N4 სამუსიკო სკოლის  მოსწავლეთა ანსამბლი და ამალია ჯიბლაძე; მარი დოკვაძე; მარიამ ღვალაძე; სტუდია ,,ნამი;' სტუდია ,,აპრილი;' სტუდია,, აკორდი; სტუდია ,,სიმღერის სკოლა;' სტუდია,, Voice club;' სტუდია ,,ოვაცია;'  
ფოლკლორის სკოლის მოსწავლეების მსვლელობა  -  ,, ალილო ' -სიმღერით სცენის წინ მოედანზე.
21:00 საათზე  დაიწყება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და კულტურის  სამინისტროს შერჩეული მომღერლები: თემურ ყვითელაშვილი; ჯგუფი „დესპანი;" ჯგუფი ,,მადაგონი'  ჯგუფი ,,ცეცე, 'ჯგუფი „ყველა," ქეთი ორჯონიკიძე, დათუნა მგელაძე, ნუცა ბუზალაძე, აჩიკო  ნიჟარაძე,ფოლკლორული ანსამბლი  „მე რუსთველი" ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა" ვოკალური ანსამბლი „ფიროსმანი."
24:00 საათზე შესრულდება მრავალჟამიერი. რუსთავის მთავრობა მიულოცავს მოსახლეობას ახალ წელს. ქალაქის ორი ლოკაციიდან: მერიის მიმდებარე მოედნიდან და ტაშკენტის წრიდან მოხდება ფოიერვერკის საზეიმო გასროლა, შემდეგ კონცერტს გააგრძელებს ჯგუფი „Loudspeaker"-ი.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments