ლევან მამალაძის პოლიტიკური გაერთიანება ,,რესპუბლიკელებს“ აკრიტიკებს +(ვიდეო) - 20 თებერვალი 2016


რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,სახალხო ხელისუფლებამ" საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღონისძიების მიზნებზე საუბარი გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, თამაზ ყარალაშვილმა რესპუბლიკური პარტიის კრიტიკით დაიწყო. აცხადებდა, რომ რესპუბლიკელების ,,დამსახურებით" დღეს ხელისუფლებას ისეთივე იოდეოლოგია აქვს, როგორიც წინა მთავრობას ჰქონდა. დასძენდა, რომ გაერთიანება ,,სახალხო ხელისუფლება " თვლის, რომ რესპუბლიკელების საკვანძო თანამდებობებზე  დანიშნა - არის უარყოფითი მოვლენა.

,, დღეს ხელისუფლების ნდომა და მხარდაჭერა მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს აქვს. ჩვენი მიზანია ხელისუფლება დავუბრუნოთ ხალხს" - ამბობდა, თამაზ ყარალაშვილი.
ღონისძიებას გარდაბნის ყოფილი გამგებელი გელა ხუციშვილიც ესწრებოდა. აცხადებდა, რომ ამ დროისთვის ის არაა აღნიშნული გაერთიანების წევრი და გარდაბნელებთან ერთად ,,სახალხო ხელისუფლების" მიზნების გასაცნობად მოვიდა. დასძენდა, რომ სამწუხაროდ ადამიანები, რომლებმაც ,,ოცნებას" 2012 წელს გამარჯვება მოუტანეს - დღეს პროცესებს მიღმა დატოვეს, თუმცა სხვა პოლიტიკური გაერთიანებები ამ საზოგადოების მიმართ ინტერესს იჩენენ.

,,სახალხო ხელისუფლების" საინფორმაციო შეხვედრის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მედიისთვის ღია. ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შეხვედრის დანარჩენი ნაწილი სამუშაო ხასიათისაა, ასევე გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელის ლევან მამალაძის სკაიპით ჩართვა - არაა მედიისთვის განკუთვნილი.  
პოლიტიკური გაერთიანება  „სახალხო ხელისუფლება"  ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ და კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან მოლაშვილმა დააფუძნეს.
  


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments