გარდაბნის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა - 10 მარტი 2016

დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგით გათალისწინებული საკითხების განხილვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული დაესწრო.

საკრებულომ ძალადაკარგულად გამოაცხადა 2015 წლის 8 სექტემბრის N170 განკარგულება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების დროებითი კომისიის დებულების შესახებ."ეთხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს, უზრუნველყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.


დღევანდელი სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" თავმჯდომარის შეცვლა. ხვიჩა ფერაძე გიორგი თეგეთაშვილმა შეცვალა.


KKPRESS.GE

Comments