Sunday, March 20, 2016

გარდაბანში საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდა - 17 მარტი 2016

დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ავალიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა განიხილეს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან 609,5 ათ. ლარი სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული თანხები ქ. გარდაბანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს - შიდა გზების მოასფალტებას, საცხოვრებელ კორპუსების გადახურვასა და სადარბაზოებში სენსორული განათების დამონტაჟებას, გარე-განათების ქსელების, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობასა და საკანალიზაციო-სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.


განხილვის შემდეგ კომისიის წევრებმა საკითხის ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.


KKPRESS.GE

No comments: