Sunday, March 20, 2016

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებზე საუბრობს - 18 მარტი 2016

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან" - მუნიციპალიტეტის 2015 წლის მუშაობას აფასებს. საუბრობს, რომ გასულ წელს გარდაბანში გზების, სასმელი წყლის რეაბილიტაციის, საბავშო ბაღების მოწესრიგების, სპორტული მოედნების მოწყობის და გარეგანათების სისტემის რეაბილიტაციის - პროექტები შესრულდა. ,, არსებობს გარდამავალი პროექტებიც, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ყველა პროექტი დასრულების ეტაპზეა - ველით სამხარაულის დასკვნებს.

რაც შეეხება, საბავშვო ბაღებს გვემატება 4 ახალი ბაღი. ასევე, გასულ წელს 50%-ით გაიზარდა აღმზრდელების ანაზღაურება, მოხდა კვების ტარიფის ზრდაც. ვფიქრობთ, რომ წელს საერთო ჯამში საბავშვო ბაღებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი დაიხარჯება," - საუბრობს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი.


აცხადებს, რომ შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს სოციალურ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ერთჯერად დახმარებას.
,,12 კატეგორიის ადამიანებზე ხდება აღნიშნული დახმარების გაცემა, მათ შორის არიან მრავალშვილიანებიც, ომის მონაწილეებიც, სოციალურად დაუცველებიც - აქვე გეტყვით, რომ ვმუშაობთ გარკვეული კატეგორიების დამატებაზეც.

ასევე, ცვლილებები შევიტანეთ შესაბამის აქტებში -  რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავეხმაროთ 500 ლარით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ თანადაფინანსება ჯანმრთელობის კუთხით არსებული პრობლემის დასაძლევად. ვფიქრობთ საჭიროა ამ თანხის 1000-1500 ლარამდე გაზრდა. ახლა ვმუშაობთ ამ საკითხეც.
აგრეთვე, ვეხმარებით დიალიზით დაავადებულებს, მგზავრობის თანხით, დაახლოებით 120 ლარით. ამ დროისთვის გვყავს 30 ადამიანი, რომელიც სარგებლობს  პროგრამით"- საუბრობს გენგაშვილი.

ამბობს, რომ საკრებულო მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელთან კოორდინირებულ მუშაობას გეგმავს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 


No comments: