Sunday, March 20, 2016

216 950 ლარი - გარდაბნის გამგეობის საწვავის ხარჯები - 19 მარტი 2016


,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა KKPRESS.GE" გარდაბნის გამგეობის საწვავის ხარჯებზე გამოითხოვა ინფორმაცია, 2015 წლიდან 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით.

საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტმა კანონით განსაზღვრულ ვადებში გასცა. მოწოდებული მონაცემების თანახმად 2015 წელს გარდაბნის გამგეობის საწვავის ხარჯი ადგილობრივ ბიუჯეტს 216 950 ლარი დაუჯდა. წელს კი იანვარ-თებერვალში აღნიშნული დანიშნულებით შეძენილია 29 547 ლარის საწვავი.

მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა თვეს განსხვავებული რაოდენობის საწვავს ხარჯავს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თუ გასული წლის თებერვალში 13 077 ლარის საწვავი იმყოფინა გამგეობამ, ივნისში ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო - აღნიშნული
დანიშნულებით მუნიციპოალიტეტის ბიუჯეტიდან 21 431 ლარი დაიხარჯა.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მონიტორინგი - რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით." პროექტს აფინანსებს ამერიკული ფონდი ,, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის."

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით




No comments: