გარდაბნის საკრებულომ საჯარო ინფორმაცია არასრულად გასცა - 25 მარტი 2016


,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა KKPRESS.GE"-მა საკრებულოს პრემიებთან, სახელფასო დანამატებთან და საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაცია გარდაბნის საკრებულოსგან გამოითხოვა. წერილში მითითებული იყო, რომ ვითხოვდით ინფორმაციას, როგორც რიგით თანამშრომლებზე (2015-2016 წლის მარტი) ასევე კონკრეტულად, თუ რა თანხის პრემია და დანამატები გაიცა საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე. აღნიშნულ საკითხზე და საწვავთან დაკავშირებით მოთხოვნილ ინფორმაციას ახლდა დამატებითი განმარტება, რომ ხარჯები უნდა მოეწოდებინათ გაწერილად თვეების მიხედვით.


,, 20015 წლის 1 იანვრიდან დღემდე მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიცხული ავტომანქანების საწვავზე გახარჯულია 130 502 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე და დეპუტატებზე პრემიების სახით 300 245 ლარი" - წერია გარდაბნის საკრებულოს წერილში.
,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" ხელმეორედ მიმართავს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვს ინფორმაციას, მასზე და მის მოადგილეებზე გაცემული პრემიების და დანამატების შესახებ.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მონიტორინგი - რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით." პროექტს აფინანსებს ამერიკული ფონდი ,, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის."

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments