გარდაბნის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილი ხელმეორედ შევიდა - 29 მარტი 2016


,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა KKPRESS.GE"-მა პრემიებთან, სახელფასო დანამატებთან და საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაცია 10 მარტს გარდაბნის საკრებულოსგან გამოითხოვა. წერილში მითითებული იყო, რომ ვითხოვდით ინფორმაციას, როგორც რიგით თანამშრომლებზე (2015-2016 წლის მარტი) ასევე კონკრეტულად, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული პრემია-დანამატების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე და საწვავთან დაკავშირებით მოთხოვნილ ინფორმაციას ახლდა დამატებითი განმარტება, რომ ხარჯები უნდა მოეწოდებინათ გაწერილად თვეების მიხედვით.

თუმცა საპასუხოდ მივიღეთ ინფორმაცია, საერთო ჯამში ყველა თანამშრომელზე გაცემული პრემიების და დანამატების შესახებ - ერთობლივი თანხის ჯამის მითითებით. სადაც არ ჩანდა, კონკრეტულად რა თანხის პრემია და დანამატი აქვთ აღებული საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს. მოწოდებული საჯარო ინფორმაცია არ იყო ასევე, გაწერილი თვეების მიხედვით. ამავე ფორმით გასცა მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფორმაცია საწვავის ხარჯებთან დაკავშირებითაც.
დღეს ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა KKPRESS.GE"-მა ხელმეორედ მიმართა გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარეს ვაჟა გენგაშვილს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია მისი და მოადგილეების აღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მონიტორინგი - რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით." პროექტს აფინანსებს ამერიკული ფონდი ,, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის."

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments