,, ქალები?! ზიან სახლებში ისევე, როგორც აქამდე იჯდნენ“ - 21 აპრილი 2016

დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად ასირიელ მოქალაქეებს შეხვდნენ.  მოისმინეს მათი პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირების შემდგომ, ცენტრი გეგმავს განახორციელოს ადვოკატირება ამ პრობლემათა მოგვარებისთვის.
შეხვედრაზე ეთნიკურად ასირიელმა მოქალაქეებმა, მხოლოდ, სოციალური ხასიათის პრობლემებზე ისაუბრეს. აცხადებდნენ, რომ დროულად არ ხდება საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. (დასახელდა სახურავის და ლიფტის პრობლემა) შეხვედრაზე მოსულმა ერთმა ადამიანმა კი განაცხადა, რომ წლებია უშედეგოდ ცდილობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებას, თუმცა დღემდე ,,უსაბუთოდ" რჩება.

,, ქალები?! ზიან სახლებში ისევე, როგორც აქამდე იჯდნენ" - ასე პასუხობდნენ ,,ადამინის უფელბა ცენტრის" ასირიელი ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე დასმულ კითხვას. ასეთი ერთსულოვნება იყო, ეთნიკური და რელიგიური კუთხით დისკრიმინაციის შესახებ, საუბრის დროსაც. აცხადებნენ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას არ ჰქონია ადგილი.

ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით ორგანიზაცია გააგძელებს ამ და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან მუშაობას, სიღმისეულად დააკვირდება მათ მდგომარეობას და გაუწევს სამართალწარმოების გზით დახმარებას.
ასირიელი ეთნიკური უმცირესობის მცირე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლები მათ დასახლებას ესტუმრნენ და არსებული სირთულეები ადგილზე მოისმინეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს - „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში". პროექტი მიზნად ისახავს, სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, კერძოდ - ქვემო ქართლსა და კახეთში.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს იურიდიულ მომსახურება, მათ შორის - სასამართლო წარმომადგენლობას სტრატეგიულ საქმეებზე.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments