რუსთავის მუნიციპალიტეტი 4 000 ლარამდე ღირებულების 1 ტელევიზორს შეიძენს - 03 მაისი 2016

დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტმა  LED ტექნოლოგიის 1 ტელევიზორის შესაძენად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო/პირველადი ღირებულება 3 813 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად მუნიციპალიტეტი შეიძენს შემდეგი მახასიათლების მქონე ტელევიზორს:  
,, ტელევიზორის კლასი: LED ტექნოლოგია, smart tv; ეკრანი: არანაკლებ 60 ინჩისა; ეკრანის გაფართოვება: არანაკლებ 1920 x 1080 (full HD); კადრების სიხშირე არანაკლებ 200 HZ; პორტები: HDMI არანაკლებ ორი პორტისა; USB არანაკლებ 3 პორტისა; ქსელი: უნდა ქონდეს
wifi მხარდაჭერა; ვიდეო ფაილების მხარდაჭერა: AVI, MKV,MP4, 3GP,MOV,FLV; ფოტო ფაილების მხარდაჭერა; აუდიო სისტემა - უნდა ქონდეს 2 ცალი 10 ვატიანი დინამიკი" - წერია სატენდერო მონაცემებში.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments