73 032 ლარი - ქვემო ქართლის გუბერნატორის ქონებრივი დეკლარაცია

ქვემო ქართლის გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის 2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად - გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობისთვის მას გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 73 032 ლარი.
ქონებრი დეკლარაციის თანახმად გუბერნატორი ფლობს თბილისში 2 ბინას და მიწის ნაკვეთს  სოფელ ლისში. ასევე მის საკუთრებაშია ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომანქანა.

რაც შეეხება, გუბერნატორის პირველ მოადილეს კახაბერ გუგეშაშვილს - ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს -51 920 ლარი.


ქვემო ქართლის გუბერნატორი ადგილობრივ და ცენტრალურ მედიასთან აქტიურად თანამშრომლებს, მათ შორის ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან. გუბერნატორი კომენტარებში აღნიშნავს, რომ რეგიონში ისევე როგორც მთელ საქართველოში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანებს მომავლის იმედი გაუჩნდათ.

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით



Comments