ორგანიზაციას, რომელიც წინა მთავრობას სისტემურ დანაშაულებებში ამხელდა რუსთავის მერი მრჩეველთა საბჭოში არ იღებს - 31 მაისი 2016

ორგანიზაცია მართავს პორტალს ადამიანის უფლებების შესახებ humanrights.ge  და ვიდეოპორტალის www.hridc.tv ცენტი საკუთარი რეგიონული ოფისების დახმარებით ცდილობს მხარი დაუჭიროს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას.

,, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა,  ადამიანის უფლებათა ცენტრს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, დაუსაბუთებლად შეუზღუდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობა - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ყოფნის შესაძლებლობა, რითაც შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობა, წარადგინოს მერთან  წინადადებები და  მოსაზრებები, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემათა იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრის მიზნით.

ლუკავა ასევე დასძენდა, რომ მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩამოთვლილ სამოქალაქო საბჭოს წევრებს შორის არაა არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

აქუბარდიას განცახდებით მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე არაა ატვირთული სრულად ინფორმაცია საბჭოს ამჟამად არსებული შემადგენლობის. დასძენს, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს ცვლილებები შევიდა საბჭოს შემადგენლობაში და მას ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაემატა.



მედიასთან შეხვედრისას ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მრჩეველთა საბჭოს შექმნისას საწყის ეტაპზე არ მომხადარა საზოგადოების ინფორმირება. აღნიშნულს შეხვედრაზე მყოფი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებიც დაეთანხმნენ, რომელთაც ასევე აღმოჩნდა, რომ სურვილი ჰქონდათ სამოქალაქო მრჩეველთა  საბჭოში შესვლის.


ჩვენ კითხვაზე მოხდება თუ არა ცენტრის გაწევრიანების შესახებ  მოთხოვნის ხელმეორედ შესწავლა  - აქუბარდია აცხადებს, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან საბჭოში ყველა პროფესიის წარმომადგენელი არის შესული, თუმცა მოთხოვნის ხელმეორედ განხილვას წინ არაფერი უდგას.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი  KKPRESS.GE" საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს ეკატერინე ფავლენიშვილს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში ფავლენიშვილი ამბობს, რომ მათ მერიის მხრიდან საბჭოში გაწევრიანების შემოთავაზება მართლაც მიიღეს, მაგრამ არ დათანხმდნენ, რადგან საია მუნიციპალიტეტის საქმიანობის მონიტორინგს ისედაც ახორციელებს.

პ.ს ადამიანის უფლება ცენტრი გეგმავს რუსთავის მერს მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანების თხოვნით ხელმეორედ მიმართოს. ცენტრის კოორდინატორი თამუნა ლუკავა აცხადებს, რომ რადგან როგორც ირკვევა - ერთხელ უკვე ჰქონდა მუნიციპალიტეტს პრაქტიკა საბჭოს წევრების შემადგენლობის ცვლილების, აღნიშნულის ხელმეორედ გაკეთება შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში კვლავ შეუძლია.  


Comments