,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მარნეულში საგამოძიებო უწყებების არაეფექტურ მუშაობაზე ესაუბრნენ

დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტ ქალბატონებს და სკოლის პედაგოგებს. შეხვედრისას განხილული იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრობლემები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირების შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრი განახორციელებს ადვოკატირებას.
შეხვედრის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ უფლებრივმდგომარეობას სამართალდამცავი უწყებების არაეფექტური მუშაობა ამძიმებს. ერთ-ერთი მოქალაქე საუბრობდა, რომ ერთი წლის წინ მოძალადეები შეიჭრნენ მის ოჯახში, თუმცა ეს საქმე არავინ გამოიძია. ასევე, შეხვედრაზე მოქალაქე საუბრობდა კერძო საკუთრების უფლების შელახვაზე, სადაც განმარტავდა, რომ არაფექტური აღმოჩნდა, როგორც პოლიცია ასევე პროკურატურა.

შეხვედრის მონაწილეები, რომელთაც სამართლებრივი დახმარება სჭირდებათ, რამდენიმე დღეში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" რუსთავის ოფისს (მეგობრობის გამზირი 20, ბინა 27) მიმართავენ.

პ.ს ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" ცდილობს სიღმისეულად შეისწავლოს ინფორმაციები, რაც შეხვედრაზე გაჟღერდა.


KKPRESS.GE

Comments