ქართულ-აზერბაიჯანული გაზეთი „ქვემო ქართლი“ რეგიონში „მოგზაურობს“ - 09 აგვისტო 2016

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ააიპ „ქვემო ქართლის პრესა/KKPRESS" ახორციელებს პროექტს: „ ინფორმაცია მოდის შენს სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის."
პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-აზერბაიჯანული (რვა გვერდიანი, ტირაჟი #500) გაზეთი „ქვემო ქართლი," რომელიც ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

დღეს, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით გაზეთების, მცირე რაოდენობა, მარნეულის ბაზარში გავრცელდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად ხალხმრავლობაა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები ყიდიან.


Comments