რუსთავში მუნიციპალურ შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში შრომითი ანაზღაურებისთვის 12 მილიონ 546 490 ლარი დაიხარჯა (kvemokartli.ge)



„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა kvemokartli.ge” რუსთავის მერიისგან მუნიციპალურ შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში, 2016 წელს, დასაქმებულ პირთა რაოდენობასა და შრომით ანაზღაურებაზე ინფორმაცია გამოითხოვა. უწყობის მოწოდებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს, რუსთავის მუნიციპალურ შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2 440 ადამიანი მუშაობდა. საერთო ჯამში მათი შრომითი ანაზღაურებისთვის, 2016 წელს, 12 მილიონ 546 490 ლარი დაიხარჯა.



შეგახსენებთ, რომ რუსთავის ბიუჯეტი 2016 წელს 50 მილიონ 424 916 ლარი იყო.



მანონ ბოკუჩავა

Kvemokartli.ge
მასალის გამოყენა შეგიძლიათ, მხოლოდ, წყაროს მითითებით

Comments