გარდაბანში კოალიციას „ ცვლილებისთვის“ ბანერები დაუზიანეს (+ვიდეო)


ქალაქ გარდაბანში კოალიციას „ ცვლილებისთვის“ ბანერები დაუზიანეს. აღნიშნული, მათი წარმომადგენლის თქმით, 8 ოქტომბერს, ღამით მოხდა.

„ ამ დროს არ ვყოფილვარ ოფისში. დილით  რომ მივედით ვნახეთ, რომ პლაკატები დაზიანებული იყო. ვინ გააკეთა და როგორ გააკეთა არ ვიცით. ასევე, ჩვენ არ დაგვირეკავს პოლიციისთვის, თვითონ მოვიდნენ“, – ჯოშგუნ ალიევი, კოალიციის გარდაბნის ოფისის ხელმძღვანელი.

კოალიციის ოფისი გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდით მდებარეობს. ასევე, იქვე არის აფთიაქი. აღნიშნულ ორივე ობიექტს აქვს ვიდეოს კამერები.

იმავე ღამეს გარდაბანში დააზიანეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო”-ს ბანერებიც.



QvemoQartli.ge

Comments