პოლიციელი, რომელიც აზოტის ქარხნის მუშებს ,, ხერხემალში გადატეხვით“ ემუქრებოდა, საპატრულოს უფროსად დანიშნეს


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

აჭარის საპარულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. 33 წლის კუპატაძემ მოასწრო, როგორც ქვემო ქართლის,  ასევე იმერეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნობა. მიუხედავად, ამისა დღეს რუსთავის აზოტის ქარხანაში მიაჩნიათ, რომ კუპატაძის მოღვაწეობაში ყველაზე   ,,აღსანიშნავი მაინც მისი აზოტში,  წინასაარჩევნო საქმიანობა იყო.


,,რეზონანსმა“ გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით:
,, წინასაარჩევნო ,,ნაციონალური“ ტერორის გაუხმაურებელი დეტალები“. მასალაში რუსთავის  აზოტის ქარხნის თანამშრომლები ყვებოდნენ:

,, ასეთი სისტემა იყო, ნაციონალების კოორდინატორი ქალბატონი გსტუმრობდა სახლში და გვეკითხებოდა, თუ ვის ვაძლევთ ხმას.  საკმარისი იყო გეთქვა, რომ პასუხისგან თავს იკავებ  ე.წ გამინუსებულთა სიაში ხვდებოდი. ეს სიები შედიოდა რუსთავის  პოლიციაში და გამინუსებულთა ,,გამოსწორებაზე“  უკვე, ადგილობრივი პოლიცია მუშაობდა. პოლიციაში  იცოდნენ ვინ სად ცხოვრობს, სად მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ გამინუსებული აზოტელი იყო და გარწუნებთ ასეთი სადღაც 500-600 კაცი გამოიკვეთა - მათზე ზეწოლას უკვე,  თემურ კუპატაძე ახდენდა, რომელიც ამ საქმისთვის აზოტის საწარმოში იყო მოვლენილი.

კუპატაძე იმდენად ბეჯითად მიუყვებოდა  საქმეს, რომ პრევენციისთვის სისტემატიურად აწყობდა თათბირებს და აზოტის თანამშრონლებს ოცნების აქციაზე გამოჩენის და არჩევნებზე მათი მხარდაჭერის შემთხვევაში ხერხემალში გადატეხვით ემუქრებოდა. აზოტში დღესაც ეშინიათ მისი, რადგან მას კვლავ შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს გაუსწორდეს. აქ, არ არის საუბარი მხოლოდ სამსახირიდან გაგდებაზე“- საუბრობდნენ აზოტრის თანამშრომლები.

აღნიშნული მასალის გამოქვეყნებიდა, თვე-ნახევრის შემდეგ  აზოტის ქარხნის თანამშრომლები, კვლავ, დაგვიკაშირდნენ  და განაცხადეს, რომ ადამიანი, რომელიც მათ  წინასაარჩევნო პერიოდში  ტერორში ამყოფებდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.


დღეს, ,,რეზონანსთან“ საუბარში აზოტის ქარხნის ერთ-ერთი საამქროს ცვლის უფროსი, კიაზო შარიქაძე საწარმოში კუპატაძის საქმიანობას იხსენებს.  შარიქაძე წინასაარჩევნოდ აწ, უკვე აჭარის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა ,,გამოსასწორებლდა“ საკუთარ კაბინეტში დაიბარა.  ,, თეიმურაზ კუპატაძე აზოტში აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდა. სწორედ, ამ დროს დაიწყო ხალხის დაბარებები. აღმოჩნდა, რომ ,,ნაციონალების“ კოორდინატორების წყალობით მათ იცოდნენ, უკვე, რომელი თანამშრომელი არ უჭერდა მხარს მმართველ პარტიას. გაკეთდა ასეთი ხალხის სიები, სადაც მეც მოვხვდი. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ჩემთან მოდიოდნენ აზოტის ქარხნის თანამშრომლები და მეუბნებოდნენ, რომ მათ კუპატაძე იბარებდა და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა. ასევე, პირადად შევესწარი ორ საამქროში კუპატაძის თათბირს, სადაც ის სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა ,,უღირსებს“. ამ კატეგორიაში კი ,,ოცნების“ მხარამჭერები შედიოდნენ.

მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია მე, როგორც შემეძლო გავავრცელე, კუპატაძემ საკუთარ კაბინეტში დამიბარა. ამბობდა, რომ ,,ოცნების“ ხალხი მოღალატეები და რუსეთუმეები არიან.. თქვა, რომ აზოტის უღირს და მოღალატე თანამშრომლებს 1 ოქტომბრის შემდეგ უმუშევრად დაგვტოვებდა. ჩემი მდგომარეობა კი იმან შეამსუბუქა, რომ იმ პერიოდში საოლქო კომისიის წევრი ვიყავი და ჩემი გაგდება მას რიგითი აზოტელის გაგდებაზე გაცილებით მეტ პრობლემებას შეუქმნიდა, - საუბრობს, შარიქაძე.

მისი თქმით,  თეიმურაზ კუპატაძის თანამდებობაზე დანიშნვა აზოტელების დაცინვაა. 
,, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემი სიტყვების სისწორეში, შემიძლია აზოტის ყველა საამქროში  ხელმოწერები ავაგროვო.  აზოტელები დაადასტურებენ  ჩემ სიტყვებს და იტყვის იმას, თუ  რას საქმიანობად კუპატაძე აზოტში წინასაარჩევნოდ“ - დასძენს, შარიქაძე.

თეიმურაზ კუპატაძესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების  მიზნით წერილობით შსს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს  მივმართეთ. ვუთითებდით, რომ გვაინტერესებს კუპატაძის, როგორც  ბიოგრაფია, ასევე ის თუ რა საქმიანობით იყო ის დაკავებული წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავის აზოტის საწარმოში.  

სამინისტროში წერილი 26 დეკემბერს შევიდა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. შესაბამისად, შსს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების გაშვებით ერთის მხრივ კანონს არღვევს და მეორეს მხრივ, უპასუხოდ ტოვებს მთავარ კითხვას, რა დამსახურებისთვის დაინიშნა თეიმურაზ კუპატაძე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად... 

                                                                                                      

Comments