გარდაბნის მაცნე სოლიდარობას უცხადებს ,,ღია ბოქლომის'' რედაქციას


ჩვენ სოლიდარობის ნიშნად ვაქვეყნებთ ჟურნალ " ღია ბოქლომის'' რედაქციის სპეციალურ განცხადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს კოლეგებს პროფესიული საქმინობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ.  ყველას ვინც არის დაინტერერსებული რეგიონებში და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების არსებობით  ''ღია ბოქლომის'' დახმარებას ვთხოვთ.


     
              ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქციის სპეციალური განცხადება

სამეგრელო–ზემო სვანეთში გამომავალი ერთადერთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პოლიტიკური ჟურნალი „ღია ბოქლომი“ შესაძლოა დაიხუროს.
უმთავრესი პრობლემა რომელიც რედაქციას გააჩნია უფინანსობაა, რაც გამოწვეულია ადგილობრივი მთავრობის მიერ მეწარმეების დატერორებით და გამოცემის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმებით.
2009 წლის მიწურულს, ყადაღა დაედო „ღია ბოქლომის“ საბანკო ანგარიშს, რის გამოც ჟურნალის გამოცემა დროებით შეწყდა, საგადასახადო სამსახურმა, სარეკლამო შემოსავლებით და საცალო გაყიდვებით მიღებული, ისედაც მცირე თანხები დაუსაბუთებელი მიზეზებით ჩამოგვაჭრა.
მეწარმეები, საგასახადო ინსპექციის და ჩინოვნიკების შიშით, ჟურნალში რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ.
გამოცემის შეყოვნებამ გამოიწვია თბილისიდან რეკლამის დამკეთებთან დადებული ხელშეკრულებების გაუქმება.
რედაქცია ფინანსურ კრიზისს განიცდის და ვერ ახერხებს ახალი ნომრის დაბეჭდვას, კომუნალური ხარჯების და ოფისის ქირის გადახდას.
2009 წლის 31 დეკემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რამოდენიმე საათით დააკავეს ჟურნალის რედაქტორი. იყო არაერთი მცდელობა ჩვენი ოფისიდან გაძევებისა. მრავალჯერ დაესხნენ თავს „ღია ბოქლომის“ თანამშრომლებს და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, ჩვენ მზად ვართ კვლავ საზოგადოების ინტერესებს ვემსახუროთ.
ჟურნალის რედაქცია, რომელშიც 25 თანამშრომელია დასაქმებული, მიმართავს ადგილობრივ თუ ქვეყნის მაშტაბით მომუშავე ბიზნესმენებს – ფინანსური დახმარების თხოვნით, რათა გადარჩეს სამეგრელო–ზემო სვანეთში არსებული, ყველაზე რეიტინგული და გაყიდვადი მედიასაშუალება, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება ხალხს, სიმართლეს და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციონიერება განაგრძოს ჩვენმა ჟურნალმა, გთხოვთ უანგაროდ გაგვიწიოთ, თუნდაც მცირე, ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომ განვაგრძოთ საზოგადოების ინტერესების დაცვა და ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება.
ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი’’
#37 სერვის ცენტრი, ბანკის კოდი 220101502
ანგარიშის #198853700, ს/კ 120390754
ტელ: 855 17-65-33; 8215 2 12 29
ელ, ფოსტა: boqlomi@yahoo.com
პატივისცემით ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქცია.

Comments