საწარმოო ტრავმები – იაფი მუშახელის მძიმე ბედი

   
მსხვილი საწარმოების მეპატრონეთა ნაწილი პროდუქციის წარმოებას და მოგების მიღებას, ხშირ შემთხვევაში, მუშახელის შრომითი უფლებების დარღვევით ახდენს. ასეთი უფლების ხელყოფის ერთ-ერთი ამსახველი ტენდენციაა საწარმოო ტავმები, რაც პერსონალის უსაფრთხოების კუთხით ტექნიკური დამცავების გარეშე მუშაობით, სამუშაო საათების სტანდარტულზე მეტად გაზრდით და უსაფრთხოების საკითხებისადმი ადმინისტრაციის უყურადღებობით გამოიხატება.


ჩვენ თხოვნით მივმართეთ რუსთავში მოქმედ ორ სტაციონალურ დაწესებულებას „ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრს“ და „რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს“, მოეწოდებინა 2009 და 2010 წელს მათ დაწესებულებებში საწარმოო ტრავმით დაფიქსირებულ შემთხვევებზე ინფორმაცია. ინფორმაციის გაცემაზე და თანამშრომლობაზე უარი გვითხრა „ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრმა“, რომელის მეპატრონეც საწარმო „ქართული ფოლადია“.

„რუსთავის ცენტრალურმა საავადმყოფომ“ კი ინფორცია სამ დღეში მოგვაწოდა. ცხადია - პაციენტთა გვარების დასახელების გარეშე, რათა არ გაემხილა ავადმყოფების სამედიცინო საიდუმლო მათდა დაუკითხავად.

საავადმყოფოს მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევათა ყველაზე დიდი ნაწილი საწარმო „ჯეოსთილშია“ დაფიქსირებული.

„ჯეოსთილის“ საწარმოს ტრავმებიდან სიმძიმით შემდეგი შემთხვევები გამოირჩევა: 2010 წლის 14 თებერვალს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შეყავთ „ჯეოსთილის“ მუშა, რომელიც ექიმებს ეუბნება, რომ დამწვრობა საწარმოში ფოლადსადნობი ქვაბის აფეთქებისას მიიღო. აღნიშნული, პაციენტის შესახებ ექიმის დიაგნოზში ვკითხულობთ, რომ მას აღენიშნა კისრის ორივე გვერდით ზედაპირზე პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა.

2009 წლის 20 თებერვალს საავადმყოფოში „ჯეოსთილიდან“ შეყავთ პაციენტი, რომელსაც ექიმის დიაგნოზოთ, აღენიშნა მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და მარჯვენა იდაყვის ძვლის ღია მოტეხილობა. მუშამ ექიმებს ტრავმის მიზეზად საწარმოში სიმაღლიდან ჩამოვარდნა და სამშენებლო ჭაში ჩავარდნა დაუსახელა.

„ჯეოსთილიდან“ საავადმყოფოში საწარმოო ტრავმებით მიყვანილი სხვა პაციენტების დიაგნოზები ასეთია: გულმკერდისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა (პაციენტი ამბობს, რომ დაეცა ლითონის კონსტრუქცია); მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირის თერმული დამწვრობა დაახლოებით 5% მესამე ხარისხის; მარჯვენა ზედა კიდურისა და მარჯვენა მტევნის მე-2 მე-3 ხარისხის დამწვრობა. ყველა ამ შემთხვევისას პაციენტები ამბობდნენ, რომ დამწვრობა საწარმოში მუშაობისას მიიღეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა გასაუბრებოდა „ჯეოსთილის“ თანამშრომლებს, თუმცა მათ გვითხრეს, რომ საუბარზე არ დაგვთანხმდებიან არა იმდენად ადმინისტრაციის, რამდენადაც პოლიციის შიშით.

Humanrights.ge-მ 2010 10 ივნისს მოამზადა მასალა „ჯეოსთილის“ მუშების გაფიცვის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელთა დაპატიმრებით დასრულდა. მუშებისგან განსხვავებით, საუბარზე დაგვთანხმდა საქართველოს მეტალურგთა და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირის თავჯდომარე თამაზ დოლაბერიძე. იგი მაშინ ხსენებული გაფიცვისთვის დაპატიმრებული მუშების გათავისუფლებას ცდილობდა.

თამაზ დოლაბერიძე: „ძალიან მიკვირს, რომ „ჯეოსთილზე“ ინფორმაციები გაქვთ, რადგან ჩვენ პირადად ამ დრომდე არა გვაქვს საშუალება, საჭიროებისამებრ ვიმუშაოთ ამ დაწესებულებაში. გეტყვით, რომ ეს არის საწარმო, სადაც მუშები ექვს თვეში ერთხელ იფიცებიან. „ჯეოსთილში“ ყოველ წელს კადრების 45% იცვლება. ადამიანების უმეტესობა იქ ერთ წელზე მეტ ხანს ვერ ჩერდება. ვერ გეტყვით, საქმე უფრო მეტად ადმინისტრაციის თანამშრომლებისადმი უდიერ დამოკიდებულებასთან გვაქვს, თუ შრომის უსაფრთხოების უხეშ დარვევასთან.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ არსებობდა სანიტარული პრობლემებიც. მუშებს არ ჰქონდათ სასმელი წყალი, აბანოები და საპირფარეშოები. ეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციას აქვს ფეშენებელური სასტუმრო, დასასვენებელი ოთახები და საბილიარდოები.

„ჯეოსთილიდან“ 127 ადამიანი გაწევრიანდა ჩვენ პროფკავშირში და ამ გაწევრიანებისთვის 11 მათგანი სამუშაოდან გაუშვეს. ეს არ არის დისკრიმინაცია?! კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ, 2009 წელს ამ დაწესებულებიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მუშებს ადმინისტრაცია დასვენების საშუალებას არ აძლევდა. მივედით და ვნახეთ ასეთი შინაარსის წარწერა გაკრული: „შესვენების დროს ქარხნის ტერიტორიიდან გასვლის უფლება არა აქვს არავის, გარდა ინდოელი მოქალაქეებისა“. ესეც ხომ დისკრიმინაციაა და არა მხოლოდ ქართველი მუშახელის! იქ სომეხი, აზერბაიჯანელი და პაკისტანელი მოქალაქეებიც მუშაობენ“.

მისი თქმით, ახალი შრომის კანონი პროფკავშირებს არ აძლევს საშუალებას, საწარმო აიძულონ მათთან ითანაშრომლოს და გააცნოს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.

„ჯეოსთილში“ კი გვიხნიან, რომ პრობლემები ჰქონდათ საწარმოში, თუმცა ახლა მუშების მოთხოვნების შესრულება დაიწყეს. საუბარზე „ჯეოსთილის“ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ზურა გოზალიშვილი გვთანხმდება.

„მუშები სამ ცვლაში მუშაობენ. ამიტომ გამოსდით 12 საამუშაო საათი. წესით, უნდა გვყავდეს კიდევ ერთი ცვლა. მუშებს სხვა პრეტენზიებიც ქონდათ... თუმცა ახლა კეთდება აბანოები, გასახდელები და საპირფარეშოები. შევიყვანეთ სასმელი წყალი ქალაქიდან. საწარმოო ტრავმები გვქონდა, მაგრამ არც ერთი შემთხევავა გარდაცვალებით არ დასრულებულა. ამ ბოლო პერიოდში გქონდა ერთი შემთხვევა, როცა მუშა არმატურით დაზიანდა.

გეთანხმებით, რომ ჩვენ საწარმოში მუშების ხშირად იცვლებიან. ამისი მიზეზი მხოლოდ დაბალი ხელფასებია. აბა, დაფიქრდით პროფესიონალი მეფოლადე ჩვენთან 300-400 ლარად რატომ მუშაობს?! იმიტომ, რომ უჭირს და სხვა გამოსავალი არა აქვს - როგორც კი რაღაცას უკეთესს ნახავს, მიდის ჩვენი საწარმოდან“, – ამბობს ზურა გოზალიშვილი.

მისი საუბროდან ჩანს, რომ „ჯეოსთილში“ ჯერაც არ მოგვარებულა გასახდელების, აბანოებისა და საპირფარეშოების პრობლემა. ასე რომ, ლოგიკურია, მხოლოდ დაბალი ფასები არ იყოს მუშების ერთ წელიწადში საწარმოდან გაქცევის მიზეზი.

კიდევ ერთი საწარმო რუსთავში, საიდანაც საწარმოო ტრავმებზე ინფორმაცია გვაქვს „ენერჯი ინვესტია“.

თამაზ დოლაბერიძის თქმით, „ჯეოსთილისგან“ განსხვავებით, შრომის უსაფრთხოების კუთხით, „ენერჯი ინვესტში“ ბევრად უკეთესი პირობებია: „ვგულისხმობ მუშათა ტექნიკურ აღჭურვას უსაფრთხოებისთვის და ადმინისტაციის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია აღნიშნულ საწარმოში მუშის სიმაღლიდან გადმოვარდნაზე. ის ღვედით არ იყო მიმაგრებული უსაფრთხოებისთვის. განსხვავებით „ჯეოსთილისგან“ აქ საწარმოო ტრავმების შემთხვევისას ფაქტის გამომკვლევ კომისიაში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ოფიცრის ჩართვა ადმინისტრაციისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“.

საწარმო „აზოტის“ წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აირწინაღების პრობლემაზე საუბრობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი „აზოტის“ ამიაკის საამქროში მომუშავე მუშებისთვის.

„რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საწარმოო ტრავმებზე მოწოდებული ინფორმაციებში აზოტის თანამშრომლებზე ექიმის შემდეგი დიაგნოზებია: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა; მარჯვენა მტევნის დაჟეჟილობა ჰემატომა; მარჯვენა ქუსლის ძვლის მოტეხილობა; მარცხენა წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა და ტრავმული შოკი.

რაც შეეხება „ქართულ ფოლადს“, საწარმოო ტრავმების ან სხვა სახის სამედიცინო მომსახურების საჭიროებისთვის ისინი მიმართავენ მათივე სამედიცინო დაწესებულებას. შესაბამისად, ინფორმაცია ჩვენთვის დახურულია.

„ჩვენ არა ვართ საჯარო დაწესებულება. ასე რომ, არა მაქვს ვალდებულება, თქვენ აღნიშნული ინფორმაცია მოგაწოდოთ. არ გეგონოთ, რომ დამეზარა ამ ინფორმაციას მოძიება. მოვიძიეთ და აგერ, მაგიდაზე მიდევს, მაგრამ ჩვენმა უფროსმა თქვა უარი და ვერ გადმოგცემთ“, – გვიხსნის „ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გია მოსიაშვილი.

პირად საუბრებში რუსთავის სტაციონალური დაწესებულების ექიმები გვიხსნიან, რომ საწარმოებიდან ტრავმებით შემოსულ პაციენტებს ხშირად მათი ხელმძღვანელობა ურჩევს ტრავმის მიზეზად სამუშაო ადგილთან დაკავშირებული შემთხვევა არ დაასახელონ. ამის სანაცვლოდ მკურნალობისას და შემდეგშიც ყველანაირ დახმარებას ჰპირდება. სწორედ, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირებული საწარმოო ტრავმები არ ჩავთვალოთ ამ საკითხის ამსახველ ზუსტ სტატისტიკას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საკმაოდ ბევრი მუშა შემოყავთ ათასნაირი ტრავმით და დამწვრობით. მათ მუშაობისას რეზინის ხელთათმანებიც კი არა აქვთ“, – გვეუბნება სამედიცინო პერსონალი.

ქართული კანონმდებლობით, კერძოდ - შრომის კოდექსის 35-ე მუხლით (უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება) - დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულისთვის უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო. ასევე -უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რაც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე.

ამ კანონს არსებობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც საწარმოებში აღნიშნული კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სანქციებს დააწესებს, თუნდაც დამსაქმებელი დიდი ხნის ნანატრი ინვესტორი იყოს.


                                                                                          მანონ ბოკუჩავა  www.humanrights.ge

    Industrial Traumas – Hard Fate of Cheap Labor
    Manon Bokuchava  www.humanrights.ge

Some owners of mass enterprises conduct the production and receive profit, mostly, by violating labor rights. One of the examples of these kinds of violations are the industrial traumas resulted from the inadequate increase of working hours and inattention of administration towards the security issues.

We addressed two stationary departments in Rustavi: Georgian Steel Medical Center and Rustavi Central Hospital – requesting the information about the industrial traumas reported in their organizations in 2009 and 2010. Georgian Steel Medical Center, the owner of which is the enterprise Georgian Steel refused to issue information.

As for Rustavi Central Hospital, it issued information in three days, obviously without naming the patients so not to disclose their medical secret without permission.

According to information received from hospital, majority of incidents occurred in the enterprise Geosteel.

Among traumas received in Geosteel, most severe ones are following: On February 14th of 2010, Geosteel worker was brought to central hospital of the city who told the doctors that his burn injuries were inflicted when the steel melting boiler exploded in the enterprise. This patient was diagnosed with first and second degree burn injuries inflicted on both sided of his neck.

On February 20th of 2009, a patient was brought to the hospital from Geosteel, who was diagnosed with closed trauma of belly area and open fracture of bone of right elbow. As patient stated to doctors, he fell from height in the construction well in the enterprise.

The diagnoses of other patients brought to Geosteel hospital are following: closed trauma of chest and belly area (patient says that fell in steel construction); thermal burn injury of the surface of left thigh, approximately of 5% third degree; second and third degree burn injuries of right upper limb and hand. In all these cases, patients claim that the injuries were inflicted while working in the enterprise.

Human Rights Center tried to talk to Geosteel staff, but they refused to talk stating that they are afraid of police, more afraid of it than of the administration.

On June 10th of 2010, humanrights.ge prepared material concerning the strike of Geosteel workmen that resulted in their arrest. Unlike workmen, Tamaz Dolaberidze, the head of the Professional Union of Metallurgy and Mountain Industry agreed on the conversation. He was trying to free the workmen arrested during above mentioned strike.

Tamaz Dolaberidze: “I’m very surprised that you have information about Geosteel, personally we still do not have opportunity to do the necessary work in this enterprise. This is the place where workmen go on strike once in every six months. Every year, Geosteel changes 45% of its staff. People can’t endure more than a year there. I can’t tell you what is the problem; the negligence of administration or grave violation of labor security.

We had information that there also were sanitary problems. Workmen did not have drinking water, bathrooms or toilets. And this happens when the administration has a fashionable hotel, rest-houses and billiard pools.

127 people from Geosteel joined our professional union and 11 were fired because of it. Is this not discrimination?! In 2009, we received information from this department according to which the administration was not giving workmen a break. We went there and saw the inscription with following content: “Nobody has right to leave the factory territory on break, except for the Indian citizens.” This too is discrimination not only against Georgian workmen, but Armenian, Azerbaijani and Pakistani citizens who also work there.”

According to him, new labor law does not give professional unions opportunity to make factory collaborate with them and introduce the existing situation concerning the safety conditions.

Geosteel explains that they had problems in the factory, but now started fulfilling requests of workmen. The head of Labor Safety Department of Geosteel Zura Goalishvili agreed on the conversation with us. “Workmen work in three shifts. That’s why it amounts to 12 working hours. We should have one more shift as a rule. Workmen also had other pretensions… But now the bathrooms, changing rooms and toilets are being constructed. The drinking water is available. We had industrial traumas, but none resulted in death. We had an occasion when the workman was injured by armature in the recent period.”

I agree that workers are often replaced in our enterprise. The only reason is low salaries. How do you think, why does a professional steal-master work in our factory for 300 – 400 GEL per month?! Because he has no way out – but as soon as they find better job, they leave our enterprise,” said Zura Gozalishvili.

According to his statement, the problems of changing rooms, bathrooms and toilets have not resolved in the GeoStyle yet. So, it is logical that low salaries are not the only reason for the workers to leave the factory.

One more enterprise in Rustavi, where workers receive work-trauma, is “Energy Invest.”

Tamaz Dolaberidze said that unlike GeoStyle the situation about labor security in Energy Invest is much better. “I mean technical equipment of the workers for security and responsibility of the administration. Despite that, we had information that a worker fell off from the height in this enterprise because he did not wear security belt. Unlike, GeoStyle, the administration of the Energy Invest is not against involvement of the technical officer of the Trade Union to investigate the real reasons of the incidents in the enterprise.”

Representatives of the enterprise “Nitrogen” complained about lack of masks with us. This problem is particularly urgent for the workers from the ammonia workshop.

The information provided by the Rustavi Central Hospital about the work trauma state that most diagnosis made by the doctors are the following: close trauma of the skull and brain concussion; bruise hematoma on the right arm; right heel-bone fracture; open fracture of the left shinbones and traumatic shock.

As for “Georgian Steel”, workers apply to the enterprise medical center in case they receive work trauma or have other health problems. Consequently, the information is closed for us.

“We are not a public agency so we are not obliged to provide you with the requested information. Do not think that I was lazy to find the information for you. I have it on my table but our director refused us to share it with you,” said the deputy director of the Medical Center of the Georgian Steel Gia Mosiashvili.

In private conversations, the doctors of the Rustavi hospital explain that patients are often suggested by the factory administrations to hide real reasons of their work trauma. In exchange of it, the administration promises them to cover expenses for medical treatment and other assistance in future too. Thus, doctors advised us not to rely on the statistics about work trauma provided by the hospitals.

“It is very important problem because many workers are brought here with various trauma and scorches. They do not even wear gloves,” said medical personnel.

According to the Georgian legislation, article 35 of the Labor Code of Georgia states that (right to safe and healthy working environment) – employer shall ensure safe working environment for the employee as well as the safe working environment for his/her health and life. An employer shall also provide the employee with the complete, partial and clear information about those factors that might have negative impact on his/her health and life in the reasonable period of time.

Despite similar domestic legislation, there is no effective state institution in the country which could study working conditions in the enterprises and impose corresponding sanctions even on long-wished investors in case of violations are observed.

Comments

Anonymous said…
შპს ,,მადნეულშიც'' არასახარბიელო სიტუაციაა.
ზოგადად ეკოლოგიური კუთხითაც შეიძლება მაგ საწარმოზეც იმუშაო.
magaze exla studia monitori mushaobs. mec vapireb ragacees, ufro mdinare mashaveras dabindzurebis kutxit.
adgilobrivebi am mdinares sarwyavad iyeneb. gvyavs erti saertashoriso organizacia, romelic amtkicebs, rom madneuli tavis gamoyenebul wyals mdinareshi ushvebs.