დეპუტატი რამინ ბაირამოვი - რაიონული მასშტაბის რუხი კარდინალი

       











პარლამენტარი რამინ ბაირამოვი ქართული მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, მისით ვინტერესდებით, რადგან გარდაბნელი დეპუტატის წინააღმდეგ ბრალდებებით თავად გარდაბნელები გამოდიან.


 ,,ვინც მასთანაა, ის დაცულია და შეუძლია, მშვიდად იყოს. ვინც არა, ყოველდღე საფრთხეს უნდა ელოდოს. შეუძლია, ეზოში ნაქურდალი ჯართი ჩაგიგდოს და მეორე დღეს ქურდობის ბრალდებით ციხეში გამოგკეტოს. ბაირამოვისთვის მიუღებელია ადამიანები, რომლებიც გარდაბანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და პრობლმებზე საუბრობენ. ასეთებს ის თავიდან იშორებს“, – ამბობს ქვემო ქართლის მოვლენებში კარგად ინფორმირებული ჟურნალისტი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს.

ჩვენთან პირად საუბრებში გარდაბნელები, რომლებსაც საჯაროდ თავიანთი ვინაობის გამჟღავნებისა ასევე ეშინიათ, ბაირამოვის მეგობრად ასახელებენ ვინმე იბრაგიმს, მეტსახელად – „იბოს“. მათი თქმით, „იბო“ გარდაბნელების რეკეტს ეწევა. ყვებიან, რომ იბრაგიმმა რამდენიმე კვირის წინ მარნეულის ერთ-ერთ მცხოვრებს ჩხუბისას ყურის ნაწილი მოაჭრა. პოლიციამ “იბო” დააკავა. მისი დაკავების დღეებში რამინ ბაირამოვს „კაპეზეს“ კართან ხშირად ვხედავდით“, - ყვებიან ადგილობრივები.

პარლამენტარი ბაირამოვი არ უარყოფს მის ნაცნობობას გარდაბნელ იბრაგიმთან, თუმცა ამბობს, რომ ჩვენ ამ ისტორიის სწორი ვერსია არ ვიცით. „იბრაგიმი, რომელსაც მე ამ შემთხვევამდე არ ვიცნობდი, თავად დაჭრეს და საავადმყოში იწვა. გარდაბნის მაჟორიტარი რადგან ვარ დავინტერესდი ამ ადამიანით და სამართალდამცავი უწყებების დახმარებით ვცადე გამერკვია, რა მოხდა“, - ამბობს ბარამოვი. ჩვენ კითხვაზე ყველა გარდაბნელის დაკავების შემთხვევაში იჩენს თუ არა ასეთ ყურადღებას, ბაირამოვი გვპასუხობს, რომ ცდილობს, მაქსიმალურად ხალხის გვერდით იყოს.

ჟურნალისტი გვიამბობს: „დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ჩემი ინფორმაციით, ბაირამოვმა სოფელ ქესალოში აზერბაინაჯის პირველი არხის ჟურნალისტი სცემა. ეს ფაქტი არ გახმაურდა, რადგან თვითონ ჟურნალისტმა შეიკავა თავი. ეს ამბავი რის გამო მოხდა, ჩემთვის უცნობია. ბაირამოვის მიზანია, იყოს ერთადერთი აზერბაიჯანელი მთავრობისთვის. ეშინია ყველა ჭკვიანი და პერსპექტიული აზერბაიჯანელის. სწორედ ამიტომაც გარდაბნის გამგეობიდან და არა მხოლოდ იქიდან, ბევრი პერსპექტიული აზერბაიჯანელის განთავისუფლება მის კისერზეა. თავად კი ქართულის არმცოდნე ზის პარლამენტში და კანონპროექტებს „განიხილავს“. მას არ უჩნდება პროტესტი, რომ გარდაბნის რაიონი ჩამკვდარია. არანაირი სიახლე, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, გარდაბანზე არ აისახება“.

საქმე #21090027 - აქა ამბავი დეპუტატის მამისა

ქართულ მედიაში რამინ ბაირამოვის მიმართ პრეტენზიებით კიდევ ერთი გარდაბნელი, სოფელ ვახტანგისის მცხოვრები მამედ რაჯაბოვი გამოდიოდა.

დაახლოებით ორი თვის წინ „ხალხის პარტიის“ ოფისში ვახტანგისის მცხოვრებმა მამედ რაჯაბოვმა განაცხადა, რომ რამინ ბაირამოვის მამამ, გამბარ ბაირამოვმა მისგან 18 000 დოლარი აიღო ციხეში მყოფი შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ. რაჯაბოვი ამბობდა, რომ მიუხედავად გადახდილი თანხისა, გამბარ ბაირამოვი არაფერში დახმარებია. ამის გამო, მან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მიმართა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „როდესაც გამბარ ბაირამოვს ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, სოფელში თვითონ რამინ ბაირამოვი მოვიდა და მითხრა - მამაჩემს, როგორ აშანტაჟებო?! არსად არ იჩივლო და ჩვენ ფულს დაგიბრუნებთო“, – განაცხადა მამედ რაჯაბოვმა.

ამ უკანასკნელთან შეხვედრას და საუბარს კატეგორიულად უარყოფს რამინ ბაირამოვი: „მე მას არასოდეს შევხვედრივარ. ზოგადად კი გეტყვით, რომ მამაჩემი 35 წელი პოლიციაში ნამუშევარი და კანონის პატივისმცემელი კაცია. საქმე ისაა, რომ ადამინებმა, რომლებსაც ჩემი შურთ, ვერაფერი მომიძებნეს და მამაჩემს მიადგნენ. ვიცი, ამ საქმის უკან ვინც იდგა. რაჯაბოვი მამაჩემს აშანტაჟებდა და ამიტომაც მიმართა მამაჩემმა პოლიციას. საბოლოოდ კი ვინმე პაატა დააკავეს, ვისაც ჰქონდა ფული აღებული“.

ვინმე პაატა, ვის გვარსაც პარლამენტარი ვერ იხსენებს, პაატა კიმოთიძეა. ეს ადამიანი რაჯაბოვის საქმეში თავდაპირველად პრაქტიკულად არ ჩანდა. მას შემდეგ, რაც დეპუტატის მამამ რაჯაბოვის წინააღმდეგ იჩივლა, რამდენიმე დღეში როლები რადიკალურად შეიცვალა. საქმიდან გამბარ ბაირამოვი საერთოდ გაქრა. ხოლო, ბრალდებული მამედ რაჯაბოვი გადაიქცა დაზარალებულად. სწორედ ამ დროს საქმეში დამნაშავის როლში ჩნდება ვინმე პაატა კიმოთიძე, რომელმაც გამოძიების თანახმად, თვითონ გამოართვა ფული რაჯაბოვს. გამბარ ბაირამოვი კი მშრალზე დარჩა. მას ბრალი არაფერში დასდებია.

საინტერესო დეტალი: აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებში ბრალდებულის ანუ კიმოთიძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნისას, გარდაბნის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ვახტან თოდუა წერს, რომ კიმოთიძესთვის რაჯაბოვს თანხა ნაწილ-ნაწილ მასთან სამი შეხვედრისას – ბაირამოვის სახლში აქვს გადაცემული. გამომძიებელს რატომღაც არ უჩნდება ეჭვი მომხდართან გამბარ ბაირამოვის კავშირზე, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში თვითონვე წერს შემდეგს: „2008 წლის 23 სექტემბერს მამედ რაჯაბოვმა გამბარ ბაირამოვის საცხოვრებელ სახლში, მისივე თანდასწრებით, პაატა კიმოთიძეს გადასცა 1 500 აშშ დოლარი; 2008 წლის 26 სექტემბერს კი გამბარ ბაირამოვის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ამ უკანასკნელის თანდასწრებით მამედ რაჯაბოვმა პაატა კიმოთიძეს გადასცა 3 500 აშშ დოლარი“, – წერს გამომძიებელი ვახტანგ თოდუა. აღნიშნული დოკუმენტი შესულია რაჯაბოვის სისხლის სამართლი საქმეში, რომლის რეგისტრაციის ნომერია 21090027.

პაატა კიმოთიძე ახლა ერთადერთია, ვინც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამო თაღლითობის მუხლით იცდის სასჯელს. დაზარალებულ რაჯაბოვს დაკარგული თანხაც არავინ დაუბრუნა. მას ისიც არ დაუჯერეს, რომ ფული გამბარ ბაირამოვს გადასცა და არა კიმოთიძეს, რომელიც მისი თქმით, ბაირამოვს თან ახლდა.

კიდევ ერთი ამბავი

„პაატა კიმოთიძეს მივეცი ფული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისთვის. ის და ბაირამოვის მამა, გამბარი ძმებივით იყვნენ. კიმოთიძე ბოლნისის უშიშროების თანამშრომელი იყო. დაუკავშირდით მის ცოლს და გეტყვით, როგორ ახლობლობდნენ ისინი ბაირამოვის ოჯახთან“, – ეს უკვე სხვა, მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული ისტორიაა, სადაც კიმოთიძის გვარი ისევ ბაირამოვის გვერდით ფიგურირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ასევე გარდაბნის ერთ-ერთი მცხოვრები გვაწვდის და ამბობს, რომ მიწის პრივატიზაციის შეპირებით უკვე ათამდე გარდაბნელს, კერძოდ აღთაკლიის, ყარათაკლიის და გაჩიანის მკვიდრებს აქვთ ბაირამოვის ოჯახისთვის ფული გადაცემული. მან თავად წაგვიყვანა იმ მიწების საჩვენებლად, რომელსაც მისი თქმით, გამბარ ბაირამოვი ფულის სანაცვლოდ დაპირდა.

პაატა კიმოთიძის მეუღლე, რომელთან საუბარსაც ჩვენი წყარო გვირჩევს, რაჯაბოვის საქმეში მისი ქმრის და გამბარ ბაირამოვის ურთიერთობაზე დაკითხვის ოქმში წერს. კერძოდ, # 21090027 სისხლის სამრთლის საქმის მასალებში დევს პაატა კიმოთიძის მეუღლის, ხათუნა კიკუაშვილის 2009 წლის 28 იანვარს მიცემული ჩვენება: „2008 წლის აგვისტოში ჩემმა მეუღლემ გაიცნო გამბარ ბაირამოვი, რომელთანაც გადაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა დაეწყო. ამ მიზნით შეიქმნა შპს „ლუკა და კომპანი“. მას და ბაირამოვს უნდოდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ბიტუმი ჩამოეტანათ და გაეყიდათ. თუმცა საქმიანობა ვერ ააწყვეს და ამიტომ ეს კომპანია ახლა არ ფუნქციონირებს. ამ პერიოდში ჩემ მეუღლეს ხშირი ურთიერთობა ქონდა გამბარ ბაირამოვთან. რამდენჯერმე მეც ვიყავი მასთან ერთად. ბაირამოვს შევხვდით გარდაბანში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვქონდა საქმიანი საუბრები, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანიდან ბიტუმის და ნავთობის შემოტანას. ასევე მე როგორც ჩემი მეუღლისგან ვიცი, ის და გამბარი რუსთავში შეხვდნენ აზერბაიჯანელ ბიზნესმენს – იაშარ ისმაილოვს“.

ჩვენთან პირად საუბარში კიკუაშვილი დაკითვის ოქმში ჩაწერილ ისტორიას იმეორებს და ამბობს, რომ მისი მეუღლისა და გამბარ ბაირამოვის ბიზნესურთიერთობების შედეგად დღეს სერიოზული ფინანსური პრობლემა აქვს: „პაატამ ბაირამოვთან ერთად შექმნა შპს, რომლის ასამუშავებლადაც ბინა ბანკში დატვირთა იპოთეკით. გამოძიება რასაც ედავება, ის თანხები რომ ჰქონოდა ჩემ ქმარს აღებული, ოჯახს ხომ უნდა შეტყობოდა?! ორივეს ბანკიდან ათასლარიანი სესხები გვქონდა აღებული. თანხა იმ საერთო ბიზნესისთვის იყო საჭირო. პაატას ორჯერ მოუწია გამბარ ბაირამოვთან წამოწყებული ახალი ბიზნესისთვის ბაქოში ჩასვლა“, - გვითხრა პაატა კიმოთიძის მეუღლემ.

ამის მიუხედავად, რამინ ბაირამოვი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მამამისს სულ ერთხელ ჰყავს კიმოთიძე ნანახი და მაშინაც იგი ადვოკატი ეგონა.

„ადამიანებს, რომლებსაც ჩემი რეპუტაციის ხელყოფა უნდათ, მოწმის პოვნა არ გაუჭირდებათ. მე ვამაყობ იმით, რომ ქრთამი არასოდეს ამიღია და კორუფციას ვებრძვი. მითხარით გვარები, ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?“ - გვეკითხება ბაირამოვი.

ჩვენ ვუხსნით, რომ არა გვაქვს უფლება მათი ნებართვის გარეშე ეს ინფორმაცია საჯარო გავხადოთ. „ჩემი რომ ეშინიათ თქვენს რესპოდენტებს დაუჯერებელია. ჩემი არავის ეშინია, დამიჯერეთ. უბრალოდ, ჟურნალისტებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან ლაპარაკობენ ასე. მაგათ გადაეცით, რომ მზად ვარ, ამ კაბინეტში თქვენთან ერთად შევხვდე და დაველაპარაკო“, - გვეუბნება პარლამენტარი.

წერილი ციხიდან

რაჯაბოვის საქმეში კიდევ ერთ საინტერესო დეტალია. უკვე ციხეში - მე-8 საპყრობილეში მყოფი პაატა კიმოთიძე რუსთავის რაიონული პროკურატურის უფროსის მოდგილეს, ლაშა არეშიძეს 2009 წლის 24 აპრილს დახმარებას სთხოვს და ასეთ წერილს წერს: „ბატონო ლაშა, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლად გარდაბნის შსს რაიონული პოლიციის დეტექტივ ვახტანგ თოდუას ნაცვლად დანიშნოთ სხვა, უფრო კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური გამომძიებელი.

თქვენ მე სასამართლოზეც მოგახსენეთ, რომ მსურს თანამშრომლობა, სრულფასოვნად ჩვენების მიცემა გამოძიებისთვის. აგრეთვე, ვითხოვდი და ამჟამადაც ვითხოვ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობას, რაზეც ვახტანგ თოდუა დაუსაბუთებლად და უკანონოდ უარს მეუბნება. ხოლო ჩვენება საერთოდ არ ჩამომართვა, რამეთუ ჩემს მიერ დასახელებული მაღალჩინოსნის უშუალო დაქვემდებარებაშია“, – ვკითხულობთ კიმოთიძის წერილში. საქმეში კი მხოლოდ ერთადერთი მაღალჩინოსანი გამბარ ბაირამოვის ვაჟი, დეპუტატი რამინ ბაირამოვი ფიგურირებს.

ბაირამოვის პირველი გამოჩენა საზოგადოებაში კარგად ახსოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვან საქართველოს“ ხელმძღვანელს, არნოლდ სტეპანიანს. „რამინი კონტაქტური, მონდომებული და აქტიური ახალგაზრდა იყო. ჩვენ დავეხმარეთ, რომ შეექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ხიდი“. ეს ორგანიზაცია ჩვენთან არ იყო ასოცირებული. თუმცა, გარდაბანში პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენდა და ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. საერთოდ, ჩვენი პოლიტიკა ასეთია - თუ ვინმეს უნდა, აქტიურად იმუშაოს და გააკეთოს რამე არასამთავრობო სექტორში, ჩვენ მას ვეხმარებით, ზოგჯერ - ფინანსურადაც. ბაირამოვიც გამონაკლისი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ თუ იგი გააგრძელებდა არსამთავრობო სექტორში მოღვაწეობას, უფრო გაიზრდებოდა. ხელისუფლებაში გადასვლით მისი ზრდა შეჩერდა“, - ამბობს არნოლდ სტეფანიანი.

ჩვენთან საუბრისას ბაირამოვმა მსგავსი თანამშრომლობა „მრავალეროვან საქართველოსთან“ უარყო და განაცხადა, რომ სტეფანიანის ორგანიზაციასთან ძირითადად მათ ტრენინგებზე დასწრებით ჰქონდა კავშირი.

„ის მეგობრები, რომლებიც რევოლუციის დღეებში რამინ ბაირამოვმა შეიძინა, დღეს შსს გავლენიანი კადრები არიან“, – დასძენს არნოლდ სტეფანიანი. ბაირამოვის განსაკუთრებულად კარგ ურთიერთობებზე და კავშირებზე შსს-ში ჩვენი ანონიმური რესპოდენტებიც საუბრობენ.
 
                                                                        მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი www.humanrights.ge

 Deputy Ramin Bairamov – the Grey Cardinal on Regional Scale
Manon Bokuchava, Kvemo Kartli  www.humanrights.ge

MP Ramin Bairamov rarely falls in the center of attention of Georgian media. But, in this case, our interest is drawn to him since Gardabani residents themselves are coming against the deputy with different charges.

“If you are with him, you are protected and calm. If you are not, you face danger every day. He can throw stolen junk in your yard and the next day put your in jail with the charge of theft. People who talk about the human rights violations and problems in Gardabani are unacceptable for Bairamov. He gets rid of these kind of people,” – states the journalist well informed of the events of Kvemo Kartli, but doesn’t want to reveal himself/herself.

In the private conversations with us, Gardabani residents who also don’t want to reveal their names, name someone called Ibragim, nicknamed “Ibo.” According to them, “Ibo” is raiding Gardabani residents. They say that Ibragim cut the piece of ear of one of the Marneuli residents several years ago. Police detained “Ibo.” In the days of his arrest, Ramin Bairamov was often seen at the door of the preliminary detainment cell,” – say the locals.

MP Bairamov doesn’t deny the acquaintance with Gardabani resident Ibragimov, but says that we don’t know the right version of this story. “Ibragim, who I didn’t know until this incident, was wounded and stayed in the hospital. Since I’m the majority deputy of Gardabani, I was interested in this person and tried to find out what happened with the help of law enforcement departments,” – says Baramov. On the question whether he shows such an attention in case of detainment of other Gardabani residents, Bairamov answers that he tries to maximally support people.

Journalist retells: “About a year and half ago, according to my information, Bairamov beat a journalist of Azerbaijani first channel from the village Qesalo. This fact was never resounded, since the journalist himself decided so. I don’t know why this happened. Bairamov’s goal is to be the one and only for Azerbaijani government. He’s afraid of every smart and perspective Azerbaijani. That’s why from Gardabani local government and not only from there, the firing of many perspective Azerbaijanis is attributed to him. And he, ignorant of Georgian language, sits in the parliament and “discusses” the draft laws. He doesn’t show a protest that Gardabani is dead. No innovation, developed in our country, is reflected in Gardabani.”

Case #21090027 – story of deputy’s father

In Georgian media, the pretensions towards Ramin Bairamov were presented by one more Gardabani resident, Mamed Rajabov from the village Vakhtangisi.

Approximately two months ago, in the office of People’s Party, the resident of Vakhtangisi Mamed Rajabov stated that the father of Ramin Bairamov, Gambar Bairamov took 18 000 dollars for liberation of his arrested son. Rajabov stated that despite payment of this money, Gambar Bairamov didn’t help him. That’s why he addressed the oppositional political party. After the press conference, he stated to journalists: “When I told Gambar Bairamov, that I would submit a complaint against him, Ramin Bairamov himself came to the village and said – how dare you blackmail my father?! Don’t submit complaint anywhere, we’ll give you money back,” – states Mamed Rajabov.

Ramin Bairamov categorically denies the meeting and talking with Mamed Rajabov: “I never met him. Though I would like to say in general, that my father has been working in police for 35 years and respects the law. The thing is that people who are envious of me, could not find anything and started oppressing my father. I know who is behind all this. Rajabov was blackmailing my father and that’s why my father addressed police. Ultimately someone named Paata was arrested who had really taken the money.”

Some Paata, whose last name MP can’t recall, is Paata Kimotidze. This person practically was not seen in the case in the beginning. After deputy’s father submitted complaint against Rajabov, the roles radically changed in several days. Gambar Bairamov completely disappeared from the case. And, the defendant Mamed Rajabov turned into the sufferer. Right at that moment, some Paata Kimotidze appears in the role of an offender, who, according to the investigation took away Rajabov’s money. Gambar Bairamov was not blamed of anything.

Interesting detail: in the corresponding criminal case, while requesting the compulsory measure for the defendant Kimotidze, the investigator of Gardabani regional agency Vakhtan Todua writes that Rajabov gave money to Kimotidze in parts on three different meetings, at Bairamov’s home. For some reason, the investigator doesn’t have a doubt about connection between this case and Gambar Bairamov, though he himself writes following: “On September 23rd of 2008, Mamed Rajabov, gave 1 500 US dollars to Paata Kimotadze in the home of Gambar Bairamov, in his presence; On September 26th of 2008, at the gate of Gambar Bairamov’s residence home, in his presence, Mamed Rajabov gave 3 500 US dollars to Paata Kimotidze,” – writes the investigator Vakhtang Todua. The corresponding document is included in the criminal case of Rajabov, the registration number of which is 21090027.

Paata Kimotidze is the only one who serves the penalty on this case under the article of swindle. Nobody gave the lost money back to Rajabov. They didn’t even believe that he gave money to Gambar Bairamov and not to Kimotidze, who, according to him, was accompanying Bairamov.

One More Story

“I gave money to Paata Kimotidze for the privatization of the land. He and Bairamov’s father – Gambar – were like brothers. Kimotidze worked for the security department of Bolnisi district. You can call his wife and she will tell you what kind of relationship they had with Bairamov’s family,” this story is related with the privatization of the land where Kimotidze’s name is mentioned together with Bairamov again.

A resident of Gardabani also confirmed this information and said that about ten people from the villages of Aghtaklia, Karataklia and Gachiani in Gardabani district had given money to the Bairamovs for the privatization process. The respondent personally showed us the plots which Gambar Bairamov had promised him to assign in exchange of money.

The wife of Paata Kimotidze (our source of information suggested us to talk with her) wrote in the protocol of interrogation about the relation between her husband and Gambar Bairamov. More precisely, the testimony of Khatuna Kikuashvili – wife of Paata Kimotidze – made on January 28, 2009 is in the case materials # 21090027. “In August of 2008 my husband met Gambar Bairamov with whom he decided to start a business. They established the Ltd “Luka and Company”. He and Bairamov wanted to import bitum from Azerbaijan and sell it in Georgia. However, they did not succeed in business and the company stopped activities. Meanwhile, my husband had close relationship with Gambar Bairamov. I also accompanied my husband in their meetings. We met Bairamov near the church in Gardabani. We spoke on business regarding the import of bitum and oil from Azerbaijan. As far as I know, my husband and Gambar met an Azeri businessman Iashar Ismailov in Rustavi.”

Kikuashvili repeated the story in private talks with us; she added that she has serious financial problems after the business relation between her husband and Gambar Bairamov failed. “Paata established an Ltd together with Bairamov and mortgaged our house in the bank. If my husband had earned so much money as the investigation claims, our family would have lived better. We both took loans of 1000 GEL from bank. It was necessary for the common business. Paata had to travel to Baku for the business two times,” said Paata Kimotidze’s wife.

Despite that, Ramin Bairamov said in his conversation with us that his father had met Kimotidze only once and he thought he was a lawyer.

“The people who want to discredit me could easily find the witness. I am proud of never having accepted a bribe in my life and for my fight against corruption. Tell me the names of your respondents,” said Bairamov.

We explained to him that we did not have right to tell him the names. “It is very strange that your respondents are afraid of me. Nobody is afraid of me. Believe me; they speak like that only with the journalists and human rights defenders. Tell them I am ready to meet and talk with them in my office together with you,” said the MP.

A Letter from Prison

There is one more interesting detail in Rajabov’s case. On April 24, 2009 Paata Kimotidze, who is already in prison # 8, petitioned to the Rustavi district deputy prosecutor Lasha Areshidze for help. “Mr. Lasha, I urge you to replace the investigator of my case – detective of the Gardabani district police department Vakhtang Todua by a more qualified investigator.”

“I told you at the trial too that I want to cooperate with the investigation and make complete testimony. I also request permission to study my case materials but Vakhtang Todua illegally refuses me without any grounds. He did not take a testimony from me because he obeys the directives of the high-ranking official whom I mentioned in my testimony,” the letter of Kimotidze reads. The only name mentioned in his letter is MP Ramin Bairamov, son of the high-ranking official Gambar Bairamov.

The head of the non-governmental organization “Multinational Georgia” Arnold Stepanian remembers the first appearance of Bairamov in the society. “Ramin was a sociable, enthusiastic and active young man. We assisted him to establish an NGO “Bridge”. This organization was not associated with us. However, it was our partner organization in Gardabani district and we closely cooperated with each other. In general, our policy is – to assist everybody sometimes even financially who wants to work in the non-governmental sector. Bairamov was not an exception in this view. I can say that if he had continued working in the NGO sector, he could have achieved much more. In the government he stopped development,” said Arnold Stepanian.

During the conversation Bairamov denied his cooperation with the Multinational Georgia and stated that he only attended the trainings of Stepanian’s organization.

“Those friends, whom Ramin Bairamov acquired during the Rose Revolution, are influential people in the MIA,” added Arnold Stepanian. Our anonymous respondents also speak about Bairamov’s good relationship with the officials of the MIA.

Comments

Anonymous said…
საშიში კაცია, ასევე საშიში გარემოცვით...
იმ გაჩიანელ კაცზე ცოტა ვრცლად დაგეწერა მან. ვერ დაითანხმე?
ara dzalian gachirda magattan mushaoba. yvelafers giyvebian, chamwersac, rom xedaven ise da mere gexvewebian ar daweroo.ertaderti es kaci iyo vinc am moculobis komentarze davitanxmet.