გუბერნატორისა და მერის საფეხბურთო მეგობრობას სახელმწიფო სახსრები შეეწირა

     სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული მივლინებებით საჯარო მოხელეები წელიწადში რამდენჯერმე მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. საზოგადოებისთვის ხშირად უცნობია, ამა თუ იმ რეგიონის ჩინოვნიკები, სად და რა მიზნით მიდიან. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა, ეს თემა ქვემო ქართლის მაგალითზე შეესწავლა. ამ მიზნით შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის, რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანისა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა გურგენიძის ოფიციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. საპასუხო წერილებიდან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სამი საჯარო მოხელიდან, მივლინებებზე ყველაზე მეტი თანხა რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანმელს კახა გურგენიძეს აქვს დახარჯული – მისი ყოველი ვიზიტი საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. ასეთ ლოგიკურ კავშირს ნაკლებად ვხედავთ გუბერნატორისა და რუსთვის მერის ვოიაჟებში.


საერთო ჯამში, უცხოეთის მივლინებებისთვის კახა გურგენიძეს 2010 წელს დახარჯული აქვს 7853 ლარი. იგი სტუმრობდა გერმანიას, მაკედონიას და საფრანგეთს. გერმანიაში იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან ერთად - ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხებზე სასაუბროდ. ხოლო მაკედონიასა და საფრანგეთში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს ესწრებოდა. კერძოდ, მაკედონიაში იგი ქვეყნების რეგიონალური განვითარების სტრატეგიების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

მისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მხიარული მივლინებები ჰქონდა გუბერნატორ დავით კირკიტაძეს. თანაც, ჩვენი ინტერესის არეალში მყოფი სამი საჯარო პირიდან, იგი ერთადერთი იყო, რომელმაც უარი გვითხრა თხოვნაზე, ვიზიტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას დაეზუსტებინა, რა საკითხზე სტუმრობდა ამა თუ იმ ქვეყანას. „ბატონი დავითის ვიზიტის შესახებ ბრაზილიაში ჩვენ წერილობით მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იყო ოფიციალური ვიზიტი. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – მოკლედ მოგვიჭრა კირკიტაძის პრესსამსახურმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი ბრაზილიაში 2010 წლის 1-დან 11 თებერვლამდე იყო. მისი გამგზავრების შემდეგ რუსთავში ამბობდნენ, რომ კირკიტაძემ ბრაზილიაში მეუღლე და რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანიც წაიყვანა. ეს არაოფიციალური ინფორმაცია რადგან მოსმენილი გვქონდა, ვეცადეთ ამ ორი საჯარო მოხელის მივლინები შეგვედარებინა. აღმოჩნდა, რომ სწორედ თებერვლის დასაწყისში 1-11-მდე ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსთავის მერიც. კირკიტაძისგან განსხვავებით, მან მივლინების მიზეზი საპასუხო წერილში ჩაწერა: ბრაზილიური კლუბის „ატლეტიკო პარანაენსის“ პრეზიდენტის მიწვევა. აღნიშნულ კლუბს რუსთავის საფეხბურთო გუნდ „ოლიმპთან“ მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არც მემორანდუმის გაფორმისას და არც შემდგომ ამ ორი სუბიექტის ურთიერთობისას მამუკა ჩიქოვანი არსად არ ფიგურირებდა. ჩნდება კითხვა - რა მიზნით დაპატიჟა „ატლეტიკო პარანაენსის“ პრეზიდენტმა მამუკა ჩიქოვანი, რომელსაც მანამდე, გუბერნატორიგან განსხვავებით, არც იცნობდა?! (კირკიტაძე საქართველოში ზემოთხსენებული მემორანდუმის გაფორმებისას გაიცნო).

„მე ვიცი, რომ ზამთარში აღნიშნული კლუბის პრეზიდენტმა დაგვპატიჟა ჩვენ ანუ „ოლიმპის“ ორი წარმომადგენელი და გუბერნატორი კირკიტაძე. დაგვათვალიერებინეს მოედანი, მოგვცეს გარკვეული რეკომემდაციები და ა.შ. რაც შეეხება მამუკა ჩიქოვანის იქ ყოფნას, მე არა მგონია, ისიც მანდ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გეუბნებით - პირადად ჩემი ინფორმაციით, სამი კაცი იყო მიწვეული“, –გვითხრა „ოლიმპის“ პრესატაშემ, მიშა ჯორბენაძემ.

ამგვარად, უსაფუძვლო არ უნდა იყოს არაოფიალური ვერსია, რომ ჩიქოვანი ბრაზილიაში გუბერნატორმა „მეგობრულად წაიყვანა“. მერის ეს „მეგობრული ვიზიტი“ ქალაქ რუსთავის ბიუჯეტს 9 959 ლარი დაუჯდა. მამუკა ჩიქოვანი ასევე 2010 წელს იმყოფობოდა პოლონეთში ქალაქ გდინიაში - ამ ქალაქსა და რუსთავს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოსაწერად.

გდინიას მსგავსად რუსთავის დამეგობრებული ქალაქების სიაში შედის ინეგოლი (თურქეთი), როზერემი (დიდი ბრიტანეთი), კირუნა (შვედეთი) და კრასნოიარსკი (რუსეთი). არც ერთ ამ ქალაქთან რუსთავს განსაკუთრებული არაფერი აკავშირებს, თუ არ ჩავთვლით ჩინოვნიკების ერთჯერად ვიზიტებს. ნაკლებადშედეგიანი პრაქტიკის მიუხედავად, გდინიას რუსთავთან დასამეგობრებლად ჩიქოვანი მაინც ესტუმრა. ბრაზილიაში ვიზიტისგან განსხვავებით ეს სტუმრობა ბევრად უფრო მოკრძალებული თანხა - 1 754 ლარი დაჯდა.

და ვუბრუნდეთ ბრაზილიას და დავით კირკიტაძის მივლინებებს. რაკი უკვე გავარკვიეთ, რომ ჩიქოვანისგან განსხვავებით, გუბერნატორი „ატლეტიკო პარანაენსის“ პრეზიდენტმა ოფიციალურად მიიწვია, უცნაურია, რატომ არ გაგვიმხილა ბრაზილიაში ყოფნის მიზეზი?

ლოგიკურად, ამისი მიზეზი შეიძლება იყოს გუბერნატორის უფლება-მოვალეობები, რომელსაც განსაზღვრავს „საქართველოს კანონი მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. სადაც წერია: ა) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას. ბ) მთავრობის დავალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს.

ამ კანონში არსად წერია, რომ ფეხბურთის მოყვარულ გუბერნატორებს უფლება აქვთ, სახელმწიფო ბიუჯეტით დაიფინანსონ ვიზიტები, რომლებიც მათ მოვალეობებთან არანაირ კავშირში არ არის.
                                                                                                       
                                                               მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი www.humanrights.ge



State Funds Sacrificed to the Football Passion of the Regional Governor and City Mayor
Manon Bokuchava, Kvemo Kartli    www.humanrights.ge

The public officials travel abroad several times a year and they spend funds from the state budget during their trips. The society does not often know the purpose of their travelling. The Human Rights Center (HRIDC) tried to study this problem in Kvemo Kartli region. We requested public information about the official visits of the regional governor Davit Kirkitadze, Rustavi City Mayor Mamuka Chikovani and chairman of the Rustavi city council Kakha Gurgenidze in foreign countries.

The letters we received from the local authority exposed many interesting details. For example, although the chairman of the Rustavi city council Kakha Gurgenidze has spent most funds on his business-trips, he traveled only for business meetings. However, the regional governor and the mayor rarely travelled on business.

In total, Kakha Gurgenidze has spent 7 853 GEL in 2010. He visited Germany, Macedonia and France. He travelled to Germany together with the delegations from Armenia and Azerbaijan to discuss the trans-border cooperation. In Macedonia and in France he attended the events organized by the EU. More precisely, in Macedonia he attended the international conference on the regional development strategies.

Unlike Gurgenidze, regional governor Davit Kirkitadze had more joyful business-trips abroad. He was the only official who refused to provide us with the detailed information about his trips. “We have replied to you about his visit in Brazil in written form; it was an official visit. I cannot tell you anything more,” said spokesperson of Kirkitadze.

The regional governor stayed in Brazil from February 1 till February 11 in 2010. Rustavi residents later rumored that Kirkitadze had taken his wife and city mayor Mamuka Chikovani to Brazil with him. We have already heard about this unofficial information and tried to find out the truth. We learned that Mamuka Chikovani also was in Brazil from February 1 till February 11. Unlike Kirkitadze, he wrote to us that he was invited there by the president of the Brazilian club “Atlético Paranaense”. This club has signed memorandum with the Rustavi based football club “Olymp”. The only problem is that Mamuka Chikovani neither signed the memorandum, nor in further cooperation of the two clubs. So, we wonder why the president of the “Atlético Paranaense” invited Mamuka Chikovani to Brazil whom he did not know at all unlike the regional governor (The president of the Brazilian club met Kirkitadze when the memorandum was signed in Georgia).

“I know that in winter the president of the Brazilian club invited us – two representatives of the “Olymp” and the regional governor Kirkitadze. They showed us their play-ground; gave some recommendations to us, etc. As for Mamuka Chikovani, I do not think he also was in Brazil. I repeat once more, according to my information only three people were invited there,” said the press-attaché of the “Olymp” Misha Jorbenadze.

Thus, the unofficial information was not groundless at all and the governor indeed took Chikovani to Brazil as a friend. However, this “friendly trip” const 9 959 GEL for the Rustavi city budget. Mamuka Chikovani also visited Polish city of Gdynia in 2010 – they signed the cooperation memorandum between Gdynia and Rustavi.

Like Gdynia, Rustavi has many fraternity cities – Inegol in Turkey, Rotherham in Great Britain, Kiruna in Sweden, and Krasnoyarsk in Russia. Rustavi City has nothing in common with these cities except visits of the local officials to those cities. Despite the less profitable practice, Chikovani visited Gdynia. However, this visit was much cheaper and cost 1754 GEL unlike the visit to Brazil.

Let us get back to Brazil and Davit Kirkitadze’s business-leaves. We have found out that unlike Chikovani the Governor was invited by the president of “Atlético Paranaense”, I wonder, why he did not comment on his visit to Brazil.

Logically, the reason may be the responsibilities of the governor, which are regulated by”The Georgian Law on the Structure, Duties and Activities of the Government” which states: A) governor shall coordinate and control the implementation of the law of Georgia, and normative acts of the president of Georgia and the government in the administrative-territorial units; B) shall implement social-economical development programs according to the directives of the government.

The law does not mention that the governor, who is a football fan, has right to fund his/her visits from the state budget, because they have nothing to do with their duties.
                   

Comments

Anonymous said…
კარგი ნამუშევარია. მიხარია, რომ რეგიონს ასეთი პროფესიონალი ჟურნალისტი ყავს.
ფოტოზე ბევრი ვიხალისეთ;)ესენი შენ გიყურებენ მან? ლამისაა თვალებით დაგხვრიტონ))))))))
daxvretisa, ra gitxra, magram me miyureben. ise me ki ara axla, magati dasaxvreti varia ar dadis abashashi