ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა"  ქართულ ენაზე სრულად თარგმნა ევროპარლამენტის რეზოლუციის (P7_TA-PROV(2011)0514)  ის ნაწილი, სადაც  საქართველოს შესახებაა   საუბარი.
აღნიშნული თარგმანიდან გთავაზაბთ  ურთიერთრეკომენდაციების  ამსახველ ნაწილს.



,, ვინაიდან საქართველოსთან მოლაპარაკებებით ასოცირების შეთანხმება სწრაფად მიდის წინ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნის შესახებ ჯერ კიდევ არ დაწყებულა;

1. ასოცირების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მინისტრთა კაბინეტს, კომისიასა და EEAS მიმართავს რეკომენდაციებით:

ა) უზრუნველყოს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს თანაბარ ტემპში;

ბ) უზრუნველყოს, რომ ასოცირების შეთანხმება არის ყოვლისმომცველი და მომავალ წლებში საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის შემუშავებული სწორად გათვლილი პროექტი;

პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა

გ) აღიაროს საქართველოს, როგორც ევროპულ ქვეყანას და საქართველოს მისწრაფებებს, მათ შორის - ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე დამყარებულ მისწრაფებებს; დაეყრდნოს ევროკავშირის ვალდებულებას და საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, ევროპულ პერსპექტივაზე, რაც განხილულია, როგორც რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვანი ბერკეტი და ამ რეფორმების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის აუცილებელი კატალიზატორი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ვალდებულებებს საერთო ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და კარგი ხელისუფლების მიმართ;

დ) გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უზრუნველყოფილი იყოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე; ამ მიმართულებით, გაგრძელდეს კონფლიქტის მოგვარების კუთხით აქტიური მუშაობა, აქვე მადლობას ვუხდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომლის მანდატი გაგრძელდა 2012 წლის 15 სექტემბრამდე;

ე) ხაზს გაუსვას დევნილებისა და ლტოლვილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას და იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას;

ვ) ხაზი გაუსვას ინტერეთნიკური და რელიგიური შემწყნარებლობის მნიშვნელობას; მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებითი ზომების მიღებას განათლების სფეროში, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესობების უკეთესი ინტეგრაცია;

ზ) აღიაროს საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები;

თ) გაააქტიუროს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, რათა მან უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტი; ასევე, რუსეთმა შეასრულოს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, მან უნდა უზრუნველყოს ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი გადაადგილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; ხაზი გაუსვას საქართველოს ზემოთხსენებულ რეგიონებში სტაბილურობის დამყარების აუცილებლობას;

ი) ასევე მოუწოდოს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით, გაეროს ქარტიით, ეუთოს ჰელსინკის კონფერენციის საბოლოო აქტით და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით;

კ) მიესალმოს საქართველოს ცალმხრივ მზადყოფნას ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც 2010 წლის 23 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და მოუწოდა რუსეთს, საპასუხო ვალდებულება აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენლობის შესახებ; მიესალმოს საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და სამოქმედო გეგმას, როგორც შერიგების აუცილებელ საშუალებას და ხაზს უსვამს ინტენსიური დიალოგის დაწყების აუცილებლობასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან კონტაქტის დამყარებას, რათა შერიგება რეალური გახდეს;

ლ) მიესალმოს რუსეთ–საქართველოს შეთანხმებას ვმო–ზე, იმ იმედით, რომ აღნიშნული შეთანხმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად აღიარებს;

მ) მოუწოდოს საქართველოს და რუსეთს, წინაპირობების გარეშე ჩაერთონ პირდაპირ მოლაპარაკებებში სხვა საკითხებზეც, საჭიროების შემთხვევაში - შუამავლების დახმარებითაც, რამაც უნდა შეავსოს და არ უნდა ჩაანაცვლოს უკვე არსებული ჟენევის პროცესი.

ნ) შეშფოთება გამოხატოს საქართველოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და მოუწოდოს საქართველოს და რუსეთს ითანამშრომლონ ამ საქმეების გამოძიებაში და ასევე აფეთქებების შესახებ რიტორიკა შეამსუბუქონ და შექმნან სანდო გარემო აღნიშნული გამოძიებების ჩასატარებლად;

ო) მიესალმოს საქართველო-რუსეთის შეთანხმებას რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგზე თანხმობასაც;

მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება

პ) მიესალმოს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმების სფეროებში, მათ შორის - დემოკრატიული ინსტიტუციების, განსაკუთრებით - სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და სასამართლო სისტემის რეფორმას; ასევე ეკონომიკურ რეფორმებს და ლიბერალიზაციას; მიულოცოს საქართველოს ქვეყანაში დანაშაულის დონის შემცირება;

ჟ) მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი აწარმოოს ოპოზიციურ ძალებთან და განავითაროს დემოკრატიული გარემო სიტყვის თავისუფლებისათვის, განსაკუთრებით - პოლიტიკური პარტიების ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ მედიაზე;

რ) მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯებოსოს არსებული პირობები ციხეებსა და დაკავების ცენტრებში, გააგრძელოს სახალხო დამცველის მხარდაჭერა უფლებადარღვევის ფაქტების მონიტორინგის დროს და გაუადვილოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ადამიანების მონახულება;

ს) შეაფასოს ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის შეთანხმების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს მობილური პარტნიორობის განხორციელება; განიხილოს ევროკავშირ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმზე დიალოგის დაწყება, რომლის მიზანი იქნება ვიზის ლიბერალიზაცია; უზრუნველყოს, რომ შეთანხმება ზუსტად ასახავს ვიზის ლიბერალიზაციისკენ პროგრესს, რომელიც მიღწეული იყო შეთანხმების მოლაპარაკებების დასასრულის დროს;

ტ) აღნიშნოს საქართველოს მიერ ჩატარებული მნიშვნელოვან სამუშაო დევნილების სამოქმედო გეგმის განხორციელებისას, განსაკუთრებით ეს ეხება მათ დაკმაყოფილებას საცხოვრებელი ფართებით;

უ) მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონი ევროკავშირის კანონმდებლობის წერილისა და სულისკვეთების, ფუნდამენტალური უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის შესაბამისად; მათ შორის, გაითვალისწინოს დებულებები სექსუალური ორიენტეციისა და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ;

ფ) შეთანხმებაში ყურადღება გაამახვილოს ფუნდამენტალური თავისუფლებების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობაზე; გააგრძელოს სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი იმისათვის, რომ მოხდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდა და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის აუცილებლობა, მათ შორის - მაღალი პროფილის მქონე პოლიტიკური, უფლებადარღვევისა და საკუთრების ჩამორთმევის ფაქტების სამართლიანი განხილვა;

ქ) მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს თავისუფალ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიაპლურალიზმს; საშუალება მისცეს მედიას, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, ყოველგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია ხალხს; უზრუნველყოს მედიაორგანიზაციების, განსაკუთრებით - მაუწყებლების, მფლობელების გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაციაზე მისაწვდომობა;

ღ) ხელშეკრულებაში დაამატოს პუნქტი ბავშვთა უფლებების შესახებ, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციასთან;

ყ) ხაზი გაუსვას სრული გენდერული თანასწორობის მიღწევის აუცილებლობას, განსაკუთრებით - შრომის ანაზღაურებისას, სადაც გენდერული კუთხით უზარმაზარი განსხვავებაა;

ეკონომიკა და სექტორული თანამშრომლობა

შ) რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს DCFTA-ს მოლაპარაკებები და ამ კონტექსტში უზრუნველყონ ქართველი კოლეგების დახმარება მოლაპარაკებების გამართვის დროს და შესაბამისად განახორციელონ DCFTA მისი სოციალური და გარემოზე ზეგავლენის ზუსტი და საფუძვლიანი შეფასების შემდეგ;

აა) ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება სწრაფად DCFTA-ს შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ, როგორც კი საქართველო შეასრულებს კომისიის მიერ შედგენილ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებს, ისე რომ მან შეძლოს უფრო ახლო ინტეგრაცია მის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და რუსეთთან 2008 წლის ომით მიღებული ზარალის ანაზღაურება;

აბ) წაახალისოს საქართველოს პროგრესი საკუთარი კანონმდებლობის სრულყოფაში, მისი ინსტიტუციების ეფექტურობის ზრდაში. მოახდინოს მისი პროდუქციის მაღალი ხარისხის კონტროლის სტანდარტის უზრუნველყოფა, რათა იგი შეესაბამებოდეს ევროკომისიის მოთხოვნებს;

აგ) საქართველოს აღმოუჩინოს ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რათა გაგრძელდეს საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, რაც საჭიროა DCFTA-ს მისაღებად და ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმაში გაწერილი მთავარი რეკომენდაციების განხორციელების დაჩქარებისათვის;

ად) ხაზი გაუსვას, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს ტოქსიკური და რადიოაქტიური ნაგავის სწორი განთავსება მის ტერიტორიაზე, როგორც ვაჭრობის გაძლიერების პრე-რეკვიზიტი განსაკუთრებით - სოფლის მეორნეობის სფეროში სურსათის უსაფრთხოების დაცვისათვის;

აე) შეთანხმებაში შეიტანოს ვალდებულება, რათა შრომის უფლებები და სტანდარტები შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს, კერძოდ - 87-ე და 98-ე კონვენციებს და ევროკავშირის სოციალურ ქარტიასს; ასევე დაიწყოს გულწრფელი, სტრუქტურული და არადისკრიმინაციული სოციალური დიალოგის პრაქტიკაში განხორციელება იმ შედეგის გასაძლიერებლად, რაც საქართველოს ექნება ევროკავშირის სოციალურ მონაპოვრებთან მიახლოებისას.

ავ) მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ აიღოს ვალდებულება დასაქმების პოლიტიკისა და სოციალური კავშირების მიმართ და შექმნას სოციალური სავაჭრო ეკონომიკის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი გარემო;

აზ) მხედველობაში მიიღოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში მიღებული არსებითი ზომები; გახსნას ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დაბალი სამრეწველო ტარიფების შემოღებით, საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების შექმნით, ბიზნესისა და ინვესტიციების წასახალისებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად;

ათ) დაამატოს თანამიმდევრული ვალდებულებები ვაჭრობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თავების გათვალისწიებით, როგორიცაა: უტარიფო ბარიერები, ვაჭრობის გაადვილება, წარმოშობის წესი, სანიტარული და ფიტო-სანიტარული ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ინვესტიცია, კონკურენციის პოლიტიკა და დაასრულოს საქმიანობა სამოქმედო გეგმაში ასახულ სფეროებში;

აკ) წაახალისოს საქართველო, რათა გაატაროს რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს ბიზნესკლიმატს, გადასახედების შეგროვების პროცესს და სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტის მექანისმს, საერთო სოციალური პასუხისმგებლობის წახალისებით და მდგრადი განვითარებით; წაახალისოს საქართველო, მოახდინოს ინვესტიციების ჩადება საკუთარ ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით - საჯარო მომსახურების სფეროში; ებრძოლოს არსებულ უთანასწორობას, განსაკუთრებით - რეგიონებში; გააძლიეროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებისა და მათი ქართველი კოლეგების თანამშრომლობა, რათა გაიზარდოს ქვეყანაში რეფორმების განხორციელება და მოხდეს ევროკავშირის მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის ყოველდღიურ დონეზე გაზიარება;

ალ) წაახალისოს ფართო სექტორული თანამშრომლობა; განსაკუთრებით - განმარტოს სარგებელი და ხელი შეუწყოს ამ ტერიტორიაზე რეგულარულ კონვერგენციას;

ამ) ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ საზოგადოებრივ პროგრამებსა და სააგენტოებში, როგორც ევროპული სტანდარტების ყველა დონეზე ხელშეწყობის ფუნდამენტური საშუალება;

ან) ყურადღება გაამახვილოს მდგრადი განვითარების აუცილებლოზე, მათ შორის განახლებადი ენერგო-წყაროებისა და ენერგო-ეფექტურობის ხელშეწყობაზე, მხედველობაში მიიღოს რა ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამიზნეები; ხაზი გაუსვას საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირის ენერგო-უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული პროექტებისა და სახრეთ კორიდორის განვითარების (NABUCCO, AGRI, Trans-Caspian Pipeline, White Stream, EAOTC) პოლიტიკის ხელშეწყობით.

აო) წაახალისოს და დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლება, რათა მან დაიწყოს საინვესტიციო პროგრამები ახალი თაობის ჰესების მშენებლობაში ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად, როგორც ენერგეტიკული საჭიროების დივერსიფირების საშუალება;

სხვა საკითხები

აპ) კონსულტაციები აწარმოოს ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ დებულებასთან დაკავშირებით;

აჟ) ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შესაფასებელად შევიდეს აშკარა პარამეტრები და უზრუნველყონ მონიტორინგის მექანიზმები, მათ შორის - დებულება ევროპარლამენტის მიმართ რეგულარული ანგარიშების მომზადების შესახებ;

არ) უზრუნველყოს მიზნობრივი ფინანსური და ტექნიკური დახმარება საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მის მიერ ასოცრირების შეთანახმებაზე მიმდინარე მოალაპარაკებების დროს აღებული ვალდებულებების შესრულება, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამების გაგრძელებით; შეიქმნას უფრო მეტი ხელმისაწვდომი რესურსები ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების ადმინისტრაციული კომპეტეცნიის განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარებით, პატრნიორობის პროგრამებით, მაღალი დონის კონსულტაციებით, ტრენინგ-პროგრამებით და სამუშაო გაცვლითი პროგრამებით, ასევე სამუშაო ადგილებისა და სტეპენდიების შექმნით პროფესიული ტრენინიგების მიზნით;

ას) ცვალებადი სამეზობლოს მიმართ ახალი ვალდებეულების შესახებ ერთობლივი კომუნიკაციის მიხედვით, გაზარდოს ევროკავშირის დახმარება საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების მიმართ, რათა მათ საშუალება მიეცეთ, განახორციელონ რეფორმებისა და ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების შიდამონიტორინგი და მეტი ანგარიშვალდებულება;

ატ) წაახალისოს ევროკავშირის მოლაპარაკების გუნდი, გააგრძელოს კარგი თანამშრომლობა ევროპის პარალამენტთან, მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ TFEU-ს 218-(10) მუხლის მიხედვით, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტს დაუყოვნებულივ უნდა მიეწოდეს სრული ინფორმაცია პროცედურების ყველა ეტაპზე.


წყარო: www.humanrights.ge
(ტექსტში ცალკეული ფრაზები არის ჩვენი გამოუქებული. ცხადია, რეზოლუციაში მათ ასეთი განმასხვავებელი ნიშანი არ აქვთ)

Comments