presage.tv რუსთავის თვითმმართველობას სასამრთლოში უჩივის

presage.tv

4 ოქტომბერს პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტმა, მანონ ბოკუჩავამ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გუგენიძეს წერილით მიმართა. ვითხოვდით ინფორმაციას 2010-2011 წ. რუსთავის თვითმმართველობის მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიების შესახებ. ,, ინფორმაცია მოგვაწოდეთ სრულად: პრემიის გაცემის თარიღი, ოდენობა და მიმღები საჯარო მოხელის მითითებით” – ვწერდით წერილში.
მეორე საჯარო ინფორმაცია, რომელის მოწედებასაც ვითხოვდით, რუსთავის თვითმმართველობის ავტოპარკის განახლებას ეხებოდა. კონკრეტულად კი გვაინტერესებდა ინფორმაცია, რუსთავის თვითმმართველობის მიერ 2011 წელს შეძენილი სჰკოდა-ოქტავია-ს მარკის მანქანებზე.
ჩვენი წერილის პასუხად, თვითმმართველობამ მოგვწერდა, რომ შკოდა-ოქტავია-ს მარკის მანქანების შეძენის საკითხი ,, მოწესრიგებულია” ,,ლიბერთი ბანკთან” დადებული ხელშეკრულებით.

აღნიშნული ხელშეკრულება ჩვენთვის არ გადოუციათ და ეს იყო ერთადერთი წინადადება მათ საპასუხო წერილში, რომელიც ავტომანქანების საკითხს ეხებოდა.

რას შეეხება ინფორმაციას პრემიებთან დაკავშირებით, რუსთავის თვითმმართველობამ მიგვითითა საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრუს #47 დადგენილებაზე. სადაც, არ აღმოჩნდა ინფორმაცია 2010-2011 წელს გაცემულ პრემიებზე. დადგენილებაში არც ის კონკრეტული სია დაგვხდა, რომელიც პრემიის ოდენობასა და გაცემის თარიღში გაგვარკვევდა.

პრესაგე.ტვ-იმ იგივე მოთხოვნით ემეორედ მიმართა რუსთავის თვითმმართველობას, თუმცა თვითმმართველობის მე-2 საპასუხო წერილიც პირველის შინაარს იმეორებდა.

11 ნოემბერს პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტმა, მანონ ბოკუჩავამ საჯარო ინფორმაციის მიღება-გავცელებაში ხელის შეშლის გამო, სარჩელით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

სარჩელის მომზადებაში პრესაგე.ტვ-ის ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რუსთავის ოფისი დაეხმარა. სასამართლოზე ჟურნალისტის ინტერესებს საიას იურისტი, მიხეილ ლურსმანაშვილი დაიცავს. 

Comments