ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის - სამოქალაქო სოლიდარობის აქცია

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია თბილისისი 6 მოედანზე ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა- სწორედ ამ ექვსი თემის გარშემო გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებამ სოლიდარობა ერთმანეთს.

თავისუფალი მედიის მთავარი ჭირისუფლები ისევ ჟურნალისტები იყვნენ, ადამიანის უფლებების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კულტურული მემკვიდრეობა სხვა არასამთავრობოებთან ერთად ალეკო ელისაშვილის ,,ტფილისის ჰამქარმა" დაიცვა, ხოლო გარემოზე ზრუნვა აქციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა ,,მწყვანე ალტერნატივამ" ითავა.

მედიის მხარდასაჭერი აქცია ავლაბრის მეტროსთან დაიწყო. საყვირების ხმის ფონზე 20-მდე ჟურნმალისტი თავისუფალ მედიას ითხოვდა. ,,არა პროპაგანდას", ,,გაანთავისუფლეთ მედია" - მსგავსი მესიჯები ეწერათ სახელდახელოდ მომზადებულ პლაკატებზე. ფოტოაპარატებით შეირაღებული ახალგაზრდები გამვლელების ყურადღებას იქცევდნენ.

მოქალაქეები მათ აქციის შესახევ ეკითხებოდნენ. სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს ჟურნალ ,,ლიბერალი"-ს რედაქტორი შორენა შავერდაშვილი ესაუბრებოდა. ,, ამ კამპანიის პათოსიც ისაა, რომ ერთ ადამიანს ბევრის გაკეთება შეუძლია, თუკი აქტიურად მოითხოვს თავისი უფლებების დაცვას. ამის გაკეთება კი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. თუნდაც იმით, რომ არ ჩართოს ტელევიზორი. მე პირადად სამი წელია არ ჩამირთავს. ეს ერთგვარი პროტესტია" - უხსნიდა შავერდაშვილი ახალგაზრდას, რომელსაც ერთი კითხვა აწუხებდა: ,,რა შეიცვლება მსგავსი აქციებით?"

მსგავსი ერთი აქციით, რომ სხვადასხვა სფეროში დაგროვილი პრობლემები ვერ მოგვარდება აქციის ძირითად მამოძრავებ ძალას კარგად ესმოდა. მედიის მხარდამჭერებს გუდიაშვილის მოედანზე კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ელოდნენ.

,,ჩვენ საზოგადოებაში, სამწუხაროდ სოლიდარობის პრობლემაა. როდესაც ჩნდება პრობლემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ,, ტფილისის ჰამქრის" გასაპროტესტებელია და ასევე ხდება სხვა თემატიკის პრობლემების გარშემოც. ვთვლი, რომ ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოდ მსგავსი საკითხები, რადგან ეს ყველასი საქმეა და არა რომელიმი ერთი საზოგადოებრივი გაერთიანების „ - საუბრობდა ,,ტფილისისი ჰამქარი"-ს ხელმძღვანელი ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი. ჰამქარი, რომელსაც თბილისზე მზრუნველი საზოგადოების გაერთიანებასაც უწოდებენ დღეს გუდიაშვილის მოედნის საბოლოოდ გადარჩენას ცდილობს.

სხვადასხვა სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი გაერთიანებების, ჟურნალისტების და ოპრატორების გვერდით, მათზე არანაკლებ ყურადღებას დაახლოებით 10 წლის ბიჭი იქცევდა. მას ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით ,, თავისულფება მედიას" . მასთან საუბრისას გავიგეთ, რომ აქციის მონაწილეებს გზად შეუერთდა და ახლა ერთი კითხვა აწუხებს ,,ვინ გოგო დაიჭირეს". შემდეგ გოგოს სახელი დაგვიზუსტა - მედეა. ,, აი, აქ ხო წერია თავისუფლება მედეასო. ვინ არის ეს გოგო, რატო დაიჭირეს?" - სურულად ჩამოაყალიბა თავისი კითხვა.

დღეს, არავინ დაუჭერიათ და აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაირა. თუმცა გუდიაშვილის მოედანს ,,დამჭერების" ყურადღება არ აკლდა. მოედნის გარშემო დაბურულმინებიანი მანქანების რიგი იდგა. ,, სიმართლე გითხრათ ეს არ მიკვირს. თავიდან, როდესაც აბსოლუტურად უწყინარ აქციებს ვაწყობდით გუდიაშვილის მოედნის დასაცავად მაშინაც ასე იდგნენ. რას ვიზამთ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ" - გვიხსნიდა ალეკო ელისაშვილი.
            




kkpress.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით





Comments