პარლამენტის წევრის ასაკის 21 წლამდე დაწევის მთავარი სასარგებლო არგუმენტი დავით აღმაშენებლია. .

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიულმა ინტიტუტმა (NDI) რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მოაწყო. შეხვედრას პარლამეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი უმრავლესობიდან, ანდრო ალავიძე და ქრისტიან-დემოკრატი, ლევან ვეფხვაძე დაესწრნენ. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ასევე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

29 წლის პარლამენტარი ანდრო ალავიძის მთავრი არგუმენტი, თუ რატომ არის საჭირო პარლამეტის წევრის ასაკის 25-დან 21-მდე დაწევა ასეთი იყო: ,, ჩვენ ისტროიას ახსოვს ლიდერები და მეფეები, რომლებიც ბევრად პატარა ასაკში ჩაუდგნენ ქვეყანას სათავეში. ყველამ იცი, რომ 16 წლის ასაკში გახდა მეფე დავით აღმაშენებელი. ასე, რომ ამისი გამოცდილება და პრეცედენტები ჩვენ ისტორიულად გვაქვს " - საუბრობდა ალავიძე.

დარბაზში, სადაც დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი თვითმმართველიბაში მომუშავე საჯარო მოხელეები იყვნენ, ალავიძეს მხოლოდ. ერთი ოპონენტი გამოუჩნა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისს მისი ,, მყარი" არგუმენტები უსაფუძვლოდ ეჩვენა.

,, რა კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ფიქრობთ, პარლამენტარების ასაკის 25-დან 21-მდე დაწევით? მაგალითად დიდ ბრიტანეთში, სადაც ნამდვილად დაწიეს პარლამენტარების ასაკი კონკრეტული პრობლემა არსებობდა. მათ კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმადაც გამოჩნდა, რომ 18-30 წლამდე ასაკის ამომრჩევლების, მხოლოდ, 20% მიდიოდა არჩევნებზე. სწორედ, საზოგადოების ამ ნაწილის არჩევნებით დაინტერების მიზნით დაწიეს პარლმანეტის წევრის ასაკი. თქვენ ამ ცვლილებებისას, რომელ კველას ეყრდნობოთ? „ - ჰკითხა ალავიძეს , საიას რუსთავის ოფისის იურისტმა, თათული თოდუამ.

ამ კითხვისთვის თოდუამ ყველაზე ახალგაზრდა პარლამეტარისგან შენიშნვა დაიმსახურა. ანდრო ავალიძეს შეკითხვის დამსმელის საუბრის ტონი არ მოეწონა.

,, ისეთი ტონით საუბრობთ, თითქოს რაიმ დარღვევა აღმოაჩინეთ. ჩვენ არავითარი პრობლემის გადაჭრას არ ვგერგმავთ, აღნიშნული ცვლილებებით. უბრალოს, გვინდა ახალ თაობას შანსი მივცეთ. საბოლოოდ, ხალხი გადაწყვეს აირჩიოს თუ არა ახალგაზრდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი. რადგან ასეთი დაკითხვის სტილით გინდათ საუბარი დასვით შემდეგი შეკითხვა და გიპასუხებთ „ - სულ მცირე განსხვავებულმა აზრმა ალავიძე ააღელვა.

მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ევროკავშირის მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას ისახავს მიზნად ალავიძემ კომენტარის ჟურნალისტებს გაუკეთა. მიუხედავად იმისა, რომ თემა ბიძინა ივანიშვილის გარშემო ტრიალებდა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ივანიშვილის გვარი მაინც ვერ ამოთქვა. ,, ის საუბრები, რაც არის გარკვეული საარჩევნო კანდიდატების მიმართ, რომ თითქოს მათ არჩევნებში მონაწილების უფლებას არ ვაძლევთ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა დასრულდეს. აღნიშნული ცვლილებები მოგეხსენებათ არის ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებული და ჩვენ უმრავლეოსობამ გავიზიარეთ მათი შეხედულებები" - საუბრობდა ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი ანდრო ალავიძე.

საიას გარდა, საჯარო განხილვაზე რუსთავში ჩამოსული სტუმრებისთვის გუნება-განწყობილება არავის გაუფუჭებია. ,, სამწუხაროდ, ამ საჯარო განხილვას დადებითად ვერ შევაფასებთ. არ იყო წარმოდგენილი საზოგადოების სხვადასხვა ფენა. შესაბამისად, შეხვედრაზე არსებითი კითხვები არ დაისვა და ჯანსაღი დისკუსია ვერ შედგა" - აღნიშნეს საიას რუსთავის ოფისის წარმომადგენლებმა.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments