გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში აცრის ვაქცინები მოსახლეობის მაცივრებში ინახება
kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)
გარდაბნის რაიონის სოფელი ახალი სამგორი რუსთავიდან 2 კილომეტრშია. მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა, ჯამრთელობის მხრივ პრობლემების წარმოქნისას და ბავშვების ყოველწლიური აცრებისას, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის სამედიცინო პუნქტს მიმართავს.
ახალი სამგორის მედპუნქტი სოფლის ცენტრში მდგარი ხის ერთ სართულიანი სამ ოთახიანი სახლია. დაწესებულების ფასადიდან შეშის გამათბობლის მილი მოჩანს. ადგილოვრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მთელი ზამთარი მედპუნქტი შეშით თბებოდა. ხოლო, რაც შეეხება ბავშვებისთვის განკუთვნილ აცრების ვაქცინას - ის, მათი თქმით, არა მედპუნქტში არამედ ადგილობრივი მცხოვრების მაცივარში ინახება. ამ ინფორმაციას არ უარყოფს სამედიცინო პუნქტის ოჯახის ექიმი მანანა მიგრიაული. ,, სამწუხაროდ უკვე, რამდენიმე თვეა ჩაგვიჭრეს ელექტრო ენერგია და ვერ ვამუშავებთ სპეციალურ მაცივარს, სადაც უნდა ინახებოდეს აღნიშნული ვაქცინები „ - საუბრობს მიგრიაული.
ოჯახის ექიმის თქმით, აპრილიდან სამედიცინი პონქტი კერძო კომპანია "ჯეოჰოსპიტალი"-ს მფლობელობაში გადავიდა. მიგრიაულს იმედი აქვს, რომ აღნიშნული კომპანია სამედიცინო პუნქტს ელექტროენერგიის პრობლემას მოუგვარებს.
თავის მხრივ, kkpress.ge-სთან საუბარში რეგიონის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე პირობას დებს, რომ სოფელ ,,ახალი სამგორის" მედპუნქტის პრობლემებით დაინტერესდება. ,, მადლობას გიხდით ამ ინფორმაციისთვის. ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და პირადად დავინტერსდები ამ საკითხით" - საუბრობს, კირკიტაძე.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments