რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

11 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს.

,, სხვადასხვა ხარჯებიდან გაკეთდა ეკონომია და მოხდა თანხის გადანაწილება"- განაცხადა სხდომაზე, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა.
დარჩენილი თანხები, რომელზეც ბარათაშვილი საუბრობდა შემდეგნაირად გადანაწილდა:

2 000 ლარი გადაეცა საკრებულოს,
5 000 ლარი - საკრებულოს აპარატს,
1 000 ლარი - რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტს,

172 000 ლარი - რუსთავში საცურაო კომპლექსის რეაბილიტაციას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას,
4 300 ლარი - ააიპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებას",
8 100 ლარი - ააიპ ,, რუსთავის თეატრი",
10 500 ლარი - ააიპ ,, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას - ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა".


საკრებულოს სხდომაზევე გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 800 000 ლარი გამოიყო რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის საწყისი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. დამტკიცდა ,,რუსთავის ნაგავსაყრელის" პროგრამის ბიუჯეტიც. აღმოჩნდა, რომ ნაგავსაყრელი ქალაქს არც თუ იაფი - 973 976 ლარი უჯდება.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments