საზოგადოებრივად აქტიური რუსთაველები პროკურატურის კრიტიკას ერიდებიან
kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს და რუსთავის რაიონულ პროკურორს, შოთა ტყეშელაშვილს მასპინძლობდა. საყვარელიძემ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც პროკურატურის სისტემაში განხორციელდა. ძირითადი აქცენტი ნარკომანიის პრობლემასთან ბრძოლას, დანაშაულის პრევენციას და არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ სამართლებრივი დევნის ფორმების დახვეწის საჭიროებას მიეძღვნა.
,, დღეს საქართველოში არც ერთი კანონიერი ქურდი არ არის. ერთი მათაგნიც, თუ გამოჩნდება ეს ჩვენი დიდი შრომის შედეგად აწყობილი სისიტემისთვის დამღუპველი იქნება" - საუბრობდა მთავარი პროკურორის მოადგილე.
,, ჩვენთვის საინტერესოა საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ასევე მნიშვნელოვანია იმ შენიშნვების და რჩევების მოსმენა რაც საზოგადოებისგან მოდის. სწორედ, ამისთვის იმართება მსგავსი შეხვედრები" - დასძენდა საყვარელიძე. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელიძე ღია საუბრის მიმართ მზაობას გამოთქვამდა, საზოგადოება რომელიც მას გუბერნატორმა დაახვედრა თავის შენიშნვების საჯარო გაცხადებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
შესაბამისად შეხვედრისას გაჟღერებული სამი ფრიად მოკრძალებული შეკითხვის გარდა, დროის საუბრით შევსება ისევ მთავარი პროკურორის მოადგილეს მოუწია.
საყვარელიძესთან შეხვედრის ორგანიზება გუბერნატორის ადმინისტრაციამ მოახდინა.
საზოგადოება, რომელიც მთავრი პროკურორის მოადგილის მოსასმენად იყო მოწვეული ასეთი შემადგენლობის გახლდათ: აიპი რუსთავის ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი - ლალი თაბაგარი; ქვემო ქართლის ტელევიზიის დირექტორი - ხათუნა მამრდაშვილი; აიპი სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელი - ნუგზარ ლობჟანიძე; ააიპ „რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი" -ს ხელმზღვანელი - ნანა ზერეკიძე; რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი - პაპუნა ბახტაძე; რუსთავის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი - ბექა შათირიშვილი; შ.პ.ს. № 2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი"
ხელმძღვანელი - მანანა კაპანაძე; რუსთავის საკრებულოს წევრი - ზაალ სანაია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსთავის ბიზნეს-საზოგადოების 3 წარმომადგენელი.
მიუხედავად ასეთი არარიგითი მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული შემადგენლობისა, რუსთავის რაიონული პროკურორი, შოთა ტყეშელაშვილი შეხვედრიდან იმ განწყობით წავიდა, რომ მას საუბარი რიგით რუსთაველებთან ჰქონდა.
რესპოდენტი: შოთა ტყეშელაშვილი
,, - ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათი საშუალებით ვიგებთ საზოგადოების აზრს. ვიგებთ, თუ რა შენიშნვები, ან დადებითი შეფასებები აქვთ ჩვენი მუშაობის მიმართ.
- თქვენ შენიშვნებზე ბრძანეთ..იქნებ ჯობდა რიგით მოქალაქეებს შეხვედრდით.. აქ შეხვედრაზე, ძირითადად, საჯარო მოხელეები არაინ წარმოდგენილი. ალბათ, საზოგადოების ეს ნაწილი თავს იკავებს შენიშვნებზე საუბრისგან ...
- არა, რიგითი მოქალაქეებიც იყვნენ წარმდგენილი შეხვედრაზე.
- სკოლის დირექტორები, საკრებულოს წევრები ...?
- მე ვიტყოდი, რომ ესწრებოდა ყველა ვინც აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „
არ შეიძლება არ დაეთანხმო ტყეშელაშვილს იმაში, რომ რუსთავში საზოგადოებრივ ცხოვრებას ეს ადამიანები ქმნიან, თუმცა შენიშნვებისა და რჩევების მოსმენა, ალბათ რიგითი მოქალაქეებისგანაც ღირს.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments