გარემოს დაცვის სამინისტრო მდინარე კაზრეთულაში მძიმე ლითონების კონცენტრაციის მონაცემებს მალავს. .

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

26 მარტს kkpress.ge-მ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა. ჩვენი ინტერესის ობიექტი ს.ს მადნეულის გარემოზე ზემოქმედების ამსახველი მონაცემების მოპოვება იყო. კონკრეტულად კი ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროსგან ვითხოვდით მდ. მაშავერასა და კაზრეთულაში წყლის სინჯების შედეგებს.

ხაჩიძის უწყებამ ჩვენი წერილი, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ინფორმაცია წერილობითი ფორმით მივიღეთ, მხოლოდ მდინარე მაშავერასთან დაკავშირებით. სამინისტრომ მოგვწერა მაშავერას წყალში მძიმე ლითონების შემცველობა. მათი პასუხიდან ვიგებთ. რომ მაშავერაში მძიმე ლითონები შემდეგი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი.

2011 წლის იანვარი - მაშავერას ზედა ნაწილში სპილინძის შემცველობა 0.015 (დასაშვები ნორმა - 1.0); თუთიის შემცველობა - 0.003 (დასაშვები ნორმა -1.0); რკინა - 0.059 (დასაშვები ნორმა 0.3); მანგანუმი - 0.017 (დასაშვები ნორმა 0.1).

2011 წლის იანვარი

- მაშავერას ქვედა ნაწილი - სპილინძის შემცველობა 0.286 (დასაშვები ნორმა - 1.0); თუთიის შემცველობა - 0.294 (დასაშვები ნორმა -1.0); რკინა - 0.440 (დასაშვები ნორმა 0.3); მანგანუმი - 0.264 (დასაშვები ნორმა 0.1)

2011 წლის სექტემბერი

- მაშავერას ზედა ნაწილში სპილინძის შემცველობა 0.038 (დასაშვები ნორმა - 1.0); თუთიის შემცველობა - 0.048 (დასაშვები ნორმა -1.0); რკინა - 0.083 (დასაშვები ნორმა 0.3); მანგანუმი - 0.031 (დასაშვები ნორმა 0.1)

2011 წლის სექტემბერი - მაშავერას ქვედა ნაწილი - სპილინძის შემცველობა 0.059 (დასაშვები ნორმა - 1.0); თუთიის შემცველობა - 0.102(დასაშვები ნორმა -1.0); რკინა - 0.129 (დასაშვები ნორმა 0.3); მანგანუმი - 0.058 (დასაშვები ნორმა 0.1)

2012 წლის თებერვალი

- მაშავერას ზედა ნაწილი - სპილინძის შემცველობა 0.011 (დასაშვები ნორმა - 1.0); თუთიის შემცველობა - 0.006 (დასაშვები ნორმა -1.0); რკინა - 0.130 (დასაშვები ნორმა 0.3); მანგანუმი - 0.0.007(დასაშვები ნორმა 0.1)

2012 წლის თებერვალი

- მაშავერას ქვედა ნაწილი - სპილინძის შემცველობა 0.125 (დასაშვები ნორმა - 1.0); თუთიის შემცველობა - 0.089 (დასაშვები ნორმა -1.0); რკინა - 0.215 (დასაშვები ნორმა 0.3); მანგანუმი - 0.128 (დასაშვები ნორმა 0.1)

იმის გათვალისწინებით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია მდ.კაზრეთულაში მძიმე ლითონების შემადგენლობაზე, kkpress.ge ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს პრემიერ-მინისტრს.

პ.ს ინფორმაციის სრულად მოძიების შემდეგ, მოპოვებული მონაცემების შესახებ თემაზე კომპეტენტური ორგანიზაციის მოსაზრებებს მოგაწვდით.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments