მერაბიშვილის ,,ტურნე“ ქვემო ქართლში გრძელდება

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

ქვეყნის პირველი პოლიციელი რუსთავს ყოველკვირა სტუმრობს. მერაბიშვილის რუსთაველ პედაგოგებთან პირველი შეხვედრა 17 აპრილს შედგა. მეორედ ის რუსთავს 21 აპრილს ესტუმრა. შეხვედრა ორ დაწესებულებაში" რუსთავის თეატრში და რუსთავის ,,კინო რუსთაველში" შედგა.

,, ბ-ნ ვანო გვყავდა სტუმრად. სამწუხაროდ, თქვენ ვერ მოუსწარით, ის უკვე რუსთავის თეატრში მეორე შეხვედრაზეა წასული. რაც შეეხება ამ შეხვედრას, მერაბიშვილი აქ, რუსთავის კორპუსების მამასახლისებს შეხვდა. გაიგო რა საჭიროებები არის კორპუსების მოვლა-პატრონობის მხრივ. დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა კორპუსების მამასახლისებს" - გვიხსნიან რუსთავის ,,კინო რუსთაველის" გარეთ მდგომი მოქალაქეები. შეხედრა მართლაც დასრულებულია. გარეთ არცერთი მანქანა არ დგას. მოქალაქეების მხოლოდ მცირე ჯგუფია დარჩენილი და ისინიც ნელ-ნელა იშლებიან. ,, თქვენ არ ინერვიულოთ არცერთი კამერა და მიკროფინი არ იყო. ასე, რომ სხვაც ვერავინ გააშუქებს" - გვამშვიდებენ რუსთაველები.

აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილი მეორე შეხვედრას, მართლაც, რუსთავის თეატრის შენობაში მართავდა. ოღონდ ამჯერად მისი მსმენელები რუსთაველი მეხანძრეები და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.

ჩვენ შეხვედრაზე რუსთავის მერიის პრესსამსახურმა არ შეგვიშვა, თუმცა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის და რა თემებზე ესაუბრა მერაბიშვილი თავად შეხვედრის მონაწილეებისგან გამოვიდა.

რუსთავის სახანძრო სამსახურის თანამშრომელი, ინგა ჩხაიძე: ,, ყველაზე საინტერესო გამომსვლელი მაინც მერაბიშვილი იყო. ისაუბრა იმ ცვლილებეზე რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ამ დადებით ფაქტებს ჩვენც კარგად ვხედავთ. შეხვედრიდან ძალიან კმაყოფილი მივდივარ სახლში."

შეხვედრაზე დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმრების სრულ შემადგენლობაზე ინფორმაცია რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისგან გავიგეთ.

რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, ელენე ჩაჩანიძე: ,, მერაბიშვილის გარდა მომხსენებლები იყვნენ ბ-ნ გიგი წერეთელი, დავით კირკიტაძე და განათლების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე. შეხვედრა საინტერსო იყო. „

საუბარზე დაგვთანხმდა შეხვედრიდან გამოსული გიგი წერეთელი. ,, ჩვენ მთელი წელი ვაწყობთ მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან. ვიგებთ რა შენიშნვები და შეფასებები აქვთ მათ, იმ რეფორმების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასეთ შეხვედრას მე საარჩევმო კამპანიას ვერ დავარქმევდი. როდესაც დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას ამას ოფიციალურად გამოვაცხადებთ" - გვიხსნიდა გიგი წერეთელი.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ-მოძრაობას საარჩევნო კამპანია ოფიციალირად დაწყებულად არ გამოუცხადებია, მერაბიშვილის მოქალაქეების ვერბოვკის დიდი ტურნეს, ქვემო ქართლში დიდი ანშლაგით მიდის.

21 აპრილს რუსთავში ჩამოსული მერაბიშვილის გადაღება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ყველა შეხვედრა, რომელსაც ის ამ ,,ტურნეს" ფარგლებში აწყობს ჟურნალისტენისთვის სულ უფრო დახურული და რთულად გასაშუქებელი ხდება.

p.s შსს-ს მინისტრის ფოტო გადაღებულია რუსთავში 17 აპრილს.




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით  

Comments