რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახური - როცა რაოდენობა ხარისხს ვერ განსაზღვრავს

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

საქართველოს პრეზიდენტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს სამი ადამიანი ემსახურება. მათ მოვალეობაშია, როგორც ქართულ ასევე უცხოურ მედიასთან ურთიეთობა. საუბრის სხვა თემაა, რამდენად პირნათლად ასრებულებენ ისინი თავიანთ მოვალეობებს, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ 3 ადამიანი პრეზიდენტის პრესსამსახურისთვის ბევრია.

სააკაშვილისგან განსხვავებით წელიწადში ერთხელ რუსთავში ჩამოსულ უცხოელ ჟურნალიტებთან და ადგილობრივ 5 ჟურნალისტთან ურთიერთობისთვის რუსთავის თვითმმართველობას ექვსი თანამშრომელი ჰყავს. პრესსამსახური დაკომპლექტებულია სამსახურის ხელმძღვანელის გარდა, უფროსი სპეციალისტისგან, ორი მთავრი სპეციალისტისგან და ორი წამყანი სპეციალისტისგან.

მერიის ბოლო სართულზე პრესსამსახურისთვის განკუთვნილ ოთახებში მყოფ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს კომპიუტერი ართობს. Facebook-ი, skype და სხვა სოციალური ქსელები სრულადაა ათვისებული.

,, ჩვენი თვითმმართველობის პრესსამსახურის მუშაობის სტილია, არ შეგახვედროს დროულად რესპოდენტთან, მაშინ როდესაც მის გარშემო ესა, თუ ის თემაა აქტუალურია. როდესაც საკითხი კარგავს მნიშვნელობას და აქტუალურობას, მაშინ გახვედრებენ.

ეს გვეხება იმ ჟურნალისტებს ვინც სამთავრობო მედიაში არ ვმუშაობთ. მაშინ როდესაც ჩვენ კულვარულად გვიწევს საკრებულოს სხდომის თარიღის გაგება. ყველა სხდომას უპრობლემოდ ესწრება ადგილობრივი ტელევიზია.

ჩვენთვის პრობლემაა ასევე მერიის მიერ სხვადასხვა დაგეგმილ ღონისძიებებზე მოხვედრა. თავიდან ასეთ საკითხებს თვითონ გვაგებინებდნენ, მაგრამ ახლა ეს ტენდენციაც შეიცვალა და ჩვენი წყაროებით გვიწევს ასეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ თვითმმართველობის პრესსამსახურის მუშაობის სტილია, რომ ხელი შეგიშალოს" - საუბრობს ადგილობრივი გაზეთის, ,,რუსთავის ამბების" ჟურნალისტი, რუსუდან გოგოლაძე.

გოგოლაძის ყველა შენიშნვას თვითმმართველობის პრესსამსახურის მიმართ kkpress.ge იზიარებს. სამწუხაროდ, რუსთავის პრესსამსახურს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობა, ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლით ესმით.

მაშინაც კი, როდესაც თვითმმართველობის პოზიციაა არ გააკეთოს კომენატრი, პრესსამსახური გვალოდინებს და იმითაც არ იწუხებს თავს, რომ ბიუჯეტით დაფინანსებული სატელეფონი ხარჯი გამოიყენოს და უარის სათქმელად დარეკოს.

სამაგიეროდ, სამსახურეობრივ ტელეფონს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სასაუბროდ იყენებენ. პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორძაია კი თვითმმართველობის მიმართ დაწერილს ყველა მწვავე მასალაზე ჟურნალისტთან პირად (ან შესაძლოა ხელმძღვანელობის) უკმაყოფილებას გამოხატავს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments