რუსთავის პირველი პირები Kkpress.ge-სთან ინტერვიუს თავს არიდებენ

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

Kkpress.ge-სთან ინტერვიუზე რუსთავის პირველი პირები ერთხმად ამბობენ უარს. ქალაქის მერი, ზაქარია დარჩიაშვილი და საკრებულოს ხელმძღვანელი, კახა გურგენიძე არ გვთანხმდენიან საუბარზე. ჩვენი ინტერესის ობიქტი კი ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებია, რაზეც თავისთავად მკვითველისთვის საინტერესოა, სწორედ, ხელმძღვანელი პირების კომენტარების მოსმენა.

,, ბატონი ზაქრო, არ გეუბნებათ უარს ინტერვიუზე, უბრალოდ ამ კვირაში არ სცალია" - ჩვენ თხოვნაზე ასეთ პასუხს ვიღებთ რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახურისგან.

ქალაქის მერი, რომელსაც მთელი კვირის მანძილზე 15 წუთი არ აქვს Kkpress.ge-სთან სასაუბროდ, ყოველთვის ახერხებს ინტერვიუ მისცეს ქალაქში მოქმედ სხვა მედიასაშუალებას. ზოგ შემთხვევაში ამ ინტერვიუებს საჯარო მოხელეები თვითმმართველობის საიტზეც დებენ. ალბათ, ასეთი დანიშნულებისთვის ჩვენი ინტერვიუ არ გამოდგება, თუმცა ჩვენთან ურთიერთობის ვალდებულება ქალაქის მერს და საკრებულოს ხელმძღვანელს ისეთივე აქვს, როგორც სხვა მედიასაშუალებასთან.

იმედს ვიტოვებთ, რომ რუსთავის თვითმმართველობა გადახედავს თავის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. ასევე, გამოიჩენს პატივისცემას საჯარო მოხელის სტატუსის მიმართ და თვითმმართველობის მუშაობის ყველა ასპექტს საჯაროს გახდის.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით



გარდაბნის მაცნე: უკიდეგანოდ  კორექტული ვარ, მაგრამ ასე სინამვილეში საერთოდ არ ვფიქრობ)) ასმეჩვიდმეტე შანს გაძლევთ გამოსწორების

Comments