ცხვრის და 20 ლიტრა ღვინის ისტორია გრძელდება
kkpress.ge
ნაციონალური მოძრაობიდან რუსთავის საკრებულოს წევრის, თამაზ გველუკაშვილის წინასააღდგომო ნობათის ისტორია გრძელდება. შეგახსენებთ, რომ აღდგომის დღესასწაულამდე, რამდენიმე დღით ადრე, სხვადასხვა უბნებში მცხოვრებმა რუსთაველებმა მედიასაშუალებებს რიგ-რიგობით მისცეს ინტერვიუები. ისინი ჟურნალისტების დახმარებით ცდილობდნენ მადლობა გადაეცათ გვალუკაშვილისთვის, წინასააღდგომო დღეებში მათთვის გამოგზავნილი ცხვრისა და 20 ლიტრი ღვინისთვის.
მადლობები გველუკაშვილამდეც მივიდა და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომდეც". ამ უკანასკნელმა კი რუსთავის საკრებულოს წევრის, თამაზ გველუკაშვილის ქმედებაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თამაზ გველუკაშვილი 2011 წლის აღდგომასაც მსგავსად ულოცავდა რუსთაველებს, ახლა მისი საჩუქარი, მმართველი გუნდის დიდი ბრძოლის შედეგად დამტკიცებული კანონის ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" წყალობით - წარმოადგენს არა ნამდვილ კაცურ-ქართულ ჟესტს, არამედ კანონთან წინააღმდეფობაში მოსულ ქმედებას.
"რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოკითხული რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა უბანში შეგროვდა ინფორმაცია კორპუსების მაცხოვრებელთა რაოდენობის შესახებ, ხოლო აღდგომის დღეს იმავე უბნებში მანქანებით საჩუქრები - ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო მიიტანეს. ზოგიერთ უბანში საჩუქრები რუსთავის გამგეობის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც კი დაარიგეს, თუმცა ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია" - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფიციალურ განცხადებაში.
ეს ოფიციალური განცხადება კონტროლის პალატას და პროკურატურას 2 მაისს გადაეგზავნა. დღეს კი მოგელაძის უწყებამ მოწმის სტატუსით ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური დაიბარა. კონტროლის პალატა აკეთებს აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოს წევრის თამაზ გველუკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ,, ადმინისტრაციულ წარმოებას" აგრძელებს.
ფოტოს წყარო: gggnews.com
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments