2011 წლის საატესტატო გამოცდის სკანდალი 2012 წელს გახდა ცნობილი

kkpress.ge
ეროვნული საგამოცდო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, მისი განთავისუფლების შემდეგ, ერთმანეთზე უფრო საინტერესო კომენტარებს აკეთებს.მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას, რამდენიმე სკანდალური თემა გააჟღერა.

საკითხს, რომელიც ქვემო ქართლისთვის როგორც ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონისთვის მნიშვნელოვანია - მიმინოშვილი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს შეეხო. საგამოცდო ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ,,მაესტროს" ეთერით ისაუბრა, 2011 წელს მის ორგანიზაციაში პრეტენზიებით მოსულ ახალგაზრდებზე. მიმინოშვილის თქმით არც, თუ მცირე რაოდენობის ახალგაზრდა მივიდა მაშინ ცენტრში და განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ ეროვულ გამოცდებში სურს მონაწილეობის მიღება.
,,ჩვენ გადავომოწმეთ ეს ახალგაზრდები და გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ჩაბარებული საატესტატო გამოცდები. გასაოცარი კი ის იყო, რომ ამ ბავშვებს ხელში ატესტატები ეკავათ" - საუბრობდა მიმინოშვილი. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ყალბი 600-მდე ატესტატი გასცა. ,, ამ საკითხზე მინისტრი ტელეფონით მესაუბრა და მითხრა, რომ ბრძანების გამოქვეყნება დაავიწდა. საუბარისას მიხსნიდა, რომ მიიღო ბრძანება, რომლის თანახმადაც გაიცემა სხვა სერიის ატესტატები. ეს დოკუმენტი მისი თქმით, საქართველოში მოქმედი არ იყო, თუმცა მისი მეშვეობით ახალგაზრდებს სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება ექნებოდათ" - საუბრობდა მაია მიმინოშვილი ,,მაესტროს" ეთერით. მისი ინფორმაციით, ატესტატები ძირითად ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებზე გაიცა, რომლებმაც საატესტატო გამოცდის ბარიერი ვერ გადალახეს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ,, ე.წ სპეცატესტატები გაიცა ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა წარმომავლობის ადამიანებზე, რათა მათ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ჰქონოდათ" - საუბრობდა, დიმიტრი შაშკინი.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2011 წელს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ვერ შეძლებდნენ საატესტაციო გამოცდების ჩაბარებას - თავდაპირველად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გააჟღერა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ რეგიონის სოფლების სკოლებში საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების საგნის პედაგოგების ნაკლებობაა.

2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქვემო ქართლის ქართული და არაქართული სკოლების მონიტორინგი ჩაატარა. შედეგები შთამბეჭდავი იყო: მარნეულის რაიონის 12 სკოლაში არ ყავდათ ფიზიკის, 11 სკოლაში - ქიმიის, 15 სკოლაში - გეოგრაფიის, 8 სკოლაში - ისტორიის, 4 სკოლაში - მათემატიკის და 2 სკოლაში - ბიოლოგიის პედაგოგი. გარდაბნის სოფელ ქვემო კაპანახჩში არ ყავდათ ფიზიკის მასწავლებელი. ბოლნისის სოფელებში, მუხრანსა და ნახიდურში არა იყო ისტორიის პედაგოგი. მუხრანში ასევე არ ყავდათ ფიზიკის მასწავლებელი, წალკის სოფელ თეჯისში - ისტორიის, დმანისის სოფელ დაგარახლოში - ფიზიკის და რუსულის მასწავლებლები.

თუმცა ამავე კვლევით ჩანდა, რომ პედაგოგების ნაკლებობა იყო, როგორც ქვემო ქართლის არაქართულ, ასევე, ქართულ სკოლებში.

შეღავათები კი, როგორც ახლა ირკვევა სპეცატესტატების სახით გაკეთდა, მხოლოდ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.

ფოტოს წყარო: berex.info


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments