რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი მისი პოლიტიკური ხედვების გამო დევნის ფაქტს უარყოფს


kkpress.ge

დღეს, რუსთავში ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემა, მე-7 საჯარო სკოლა და სკოლის ,,დასჯილი" დირექტორი - ლია ჯღარკავაა. ჩვენი ინფორმაციის წყაროებიც ირწმუნებიან, რომ ჯღარკავას პრობლემები განათლების სამინისტროსთან მისი აპოლიტიკური ხედვების გამო შეექმნა.

,, ჯღარკავა არის ერთ-ერთი საუკეთესო დირექტორი, რომელიც რუსთავის საჯარო სკოლებს ღირსებიათ. მე-4 სკოლაში ის ისეთ დროს მივიდა, როცა სკოლა სასწავლო დაწესებულებისგარდა ყველაფერს ჰგავდა. მაშინ, როდესაც მე-4 სკოლა ფეხზე დადგა და ქალაქის საუკეთესო სკოლა გახდა, ქალბატონი ჯღარკავა ლოტოტრონით მე-7 სკოლის დირექტორად გადაიყვანეს. ეს სკოლაც ფეხზე დააყენა.
მიუხედავად, კარგი ავტორიტეტისა მას უთანხმოება განათლების სამინისტროსთან მოუვიდა. მან, პარტიისთვის გარკვეული პოლიტიკური საქმიანობის გაწევის თხოვნაზ უკამყოფილება გამოხატა. შესაბამისად, კითხვისნიშნის ქვეშ დადგა მისი დირექოტორობა.

ამ პრობლემის გაჩენისას  მას გვერდით ყველა დაუდგა -  მშობლები, პედაგოგები. რამდენადაც  ვიცი პედაგოგები შეიკრიბნენ და კირკიტაძესთან უნდოდათ შეხვედრა, მაგრამ გუბერნატორი მათ არ შეხვდა. შემოუთვალა, რომ ეს საკითხი მის დონეზე არ წყდება. შემდეგ ჩვენთვის უცნობი გარემოებების გამო, ჯღარკავა დირექტორად დატოვეს.


ვფიქრობთ, რომ თვითონაც მიხვდნენ, თუ ადამიანს ამდენი წლების შრომას წყალში ჩაუყრიდნენ და გააგდებნენ, მისგანაც საპასუხო ნაბიჯს მიიღებდნენ. არ არის მომგებიანი სვლა  წინასაარჩევნოდ ქალაქში ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამინისთვის ცხოვრების დანგრევა" - საუბრობს ჩვენი წყარო.
თავად ჯღარკავა კომენტარზე უარს ამბობს. პირად საუბარში კი გვიხსნის, რომ სკოლაში მორიგი გეგმიური შემოწმება იყო და საუბარი იმაზე, რომ დირექტორის უფლებამოსილება გაუგრძელდა  არასწორია, რადგან მას უფლებამოსილება არც შეჩერებია. ჯღარკავა უარყოფს განთლების სამინისტროსგან მისი რაიმე სახის პოლიტიკური შეხედულების გამო დევნის ფაქტს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments