„მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“ - პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე საქართველოში



kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

დღეს თბილისში, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე უფლებათა დამცველებმა აქციით აღნიშნეს. თვალებახვეულმა და პირაკრულმა ახალგაზრდებმა, პარლამენტის მეზობლად, გალიაში ჩაყრილი გაზეთები დააწყვეს. გალიას ორივე მხარეს ბორკილები ჩამოკიდეს და მთავრობას მედიის ზეწოლისგან განთავისუფლება მოსთხოვეს.

აქცია ,,ადამიანის უფლებათ სახლის" და მისი წევრი ორგანიზაციების: ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი"-ს და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი"-ს ორგანიზებით ჩატარდა.

,, პერფორმანსის სახით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება დღეს არსებული რეალობის მიმართ. საქართველოში, ძალიან ბევრ ჟურნალოსტს არ ეძლევა საშუალება თვაისუფლად იმუშაოს და ასახოს ის რეალობა , რომელეშიც ცხოვრობს. ჩვენი ამ აქციით ვეუბნებით ხელისფლებას: „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!" - საუბრობს, ,,ადამიანის უფლებათ სახლის" კოორდინატორი, ნინო ღვედაშვილი.
ჯაშუშის და ჟურნალისტის პროფესიის ერთმანეთთან დაკავშირების საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობს, ,,ადამიანის უფლებათ ცენტრის" ვებ-პორტალის რედაქტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

,, დღევანდელი აქცია ეძღვნება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი საქართველოში მედიის სავალალო მდგომარეობის შესახებ.

აქ, თქვენ ხედავთ დაპატიმრებულ მედიას, რაც ასახავს დღევანდელ ვითარებას. ყველას გვახსოვს ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებული გახმაურებული საქმე, როდესაც ჯაშუშობას აბრალებდნენ, აბსოლუტურად, უდანაშაულო ადამიანებს. მედიაზე ზეწოლოს მაგალითია ასევე, ,,რეზონანსი"-ს რეგიონალური ჟურნალისტის, მარი ოთარაშვილის საქმე. მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და ეს სამე დღესაც არ არის გამოძიებული. ამ საქმეში კი, რაც ყველაზე საგანგაშოა, ჩართულია გაზულუქებული გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელი და მისი მხარდამჭერები. ეს არის მხოლოდ, ერთი ფაქტი, თუმცა ასეთი ზეწოლის ქვეშ დღეს ბევრი სხვა ჟურნალისტიცაა. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს ჟურანალისტების დევნა და გვქონდეს თავისუფალი მედია" - საუბრობს, ალეკო ცქიტიშვილი.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, მედიას მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორთან ერთად აქციაზე მოსულმა რიგითმა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს.

                             


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments