უხვმა ნალექმნა პრობლემები რუსთავი-თბილისის გზის მონაკვეთს შეუქმნა
kkpress.ge
აღმოსავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმნა პრობლემები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუქმნა. გუშინ საგანგებო სამსახურების მიერ ვერ მოხერხდა ორთაჭალის გზის დასაწყლისის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, შესაბამისად დღეს დილით 10 საათიდან გადაიკეტა რუსთავი-თბილისის გზის აღნიშნული მონაკვეთი.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ორთაჭალის მონაკვეთზე იყო, რუსთავიდან მიმავალ ტრანსპორტს საპატრულო პოლიცია ფონიჭალის დასაწყისამდე, კრწანისის ტყის მისვლამდე აჩერებდა. ,, ჩვენ მარნეულში მივდივართ. საერთოდ არ გვიწევს ორთაჭალის გავლა, რატომ გვაბრუნებთ?!" - ჩიოდნენ საპატრულო პოლიციასთან მარნეული, ბოლნისის მიმართულერბით მიმავალი სამარშუტო ტაქსების მძღოლები.
თბილისის მიმართულებით მიმავალ ტრანსპორტს გაჩიანის გზით (სოფელი აღთაკლია) მოუწიათ დედაქალაქში ჩასვლა. მარნეულში მიმავალი მძღოლები კი არ დაემორჩილნენ საპატრულო ეკიპაჟს და მინდვრებით გადავიდნენ თბილისის მიმართულებით მიმავალ გზაზე.
დაახლოებით სამ საათში ორთაჭალის სამანქანე გზის სავალი ნაწილი დასუფთავდა, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობასთან გაწმენდითი სამუშაობი, მძიმე ტეხნიკის დახმარებით ამ დრომდე მიმდინარეობს.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments