უხვმა ნალექმა რუსთავის რამდენიმე ქუჩა დატბორა
kkpress.ge
გუშინ, დაახლოებით 18 სააათისთვის მოსულმა წვიმამ, რუსთავის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ნაწილი დატბორა. მოულოდნელად ამოვარდნილ ქარს უხვი ნალექი მოჰყვა და დაახლოებით 10 წუთში სატრანსპორტო გზის სავალი ნაწილი წყლით დაიფარა. ,, რამდენადაც ვიცი ასეთი მდგომარეობა ძველ რუსთავში არ იყო. ჩვენთან, კი მეგობრობის გამზირზე და მოპირდაპირე ქუჩებში წყალი წამებში ჩადგა. გასასვლელი არსად ჰქონდა. ახალი ასფალტი, რომ დააგეს ბევრი სანიაღვრე ჭა გაუქმნდა და გზა ზევიდან გადაატარეს.
ამიტომ წყალს წასასვლელი არსად ჰქონდა. ამ რაოდენობის წყალს ვერ მოერია ის, რამდენიმე სანიაღვრე ჭა, რომელიც ერთმანეთისგან საკმაოდ შორი-შორსაა და დავიტბორეთ „ - საუბრობს, რუსთაველი ნოდარ კუხალეიშვილი.
სატრანსპორტო გზებზე დაგროვილმა წყალმა პრობლემები წვიმის დროს გარეთ აღმოჩენილ მოქალაქეებს შეუქმნა. მათ ნაწილს გზის გადასაკვეთათ გამოსავლის ძებნა მოუწიათ. აქტიური მოქალაქეების ნაწილმა კი საკუთარი ქალაქის დატბორილი ქუჩების ფოტოები facebook-ში განათავსეს.
,, სანიაღვრე ჭები არ გაჭედილა, უბრალოდ, უხვი ნალექის გამო მათ გაუჭირდათ სწრაფად წყლის გატარება. ზოგადად სანიაღვრე ჭების მოვლა-პატრონობა ,, რუსთავის წყალს" ევალება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჭებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. ქუჩების რამდენიმე წუთით დატბორვის მიზეზი მხოლოდ უჩვეულოდ უხვი ნალექი იყო.
გუშინ საღამოს დატბორილი ქუჩების მოსახლეობას რუსთავის მერი შეხვდა და ეს პრობლემა დღეს სრულადაა მოგვარებული" - თემაზე კომენტარს აკეთებს, რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახურის მთავრი სპეციალისტი, თამარ აქუბარდია.

ფოტოების ავტორი: ნინო ვარდიაშვილი. ფოტომასალის გავრცელების ადგილი: facebook
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments