რუსთავის ნაგავსაყრელი - მძიმე ტვირთი ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის
kkpress.ge
შპს "რუსთავის ნაგავსაყრელმა" წელს რუსთავის ბიუჯეტიდან 779 181 ლარი, ხოლო გარდაბნის ბიუჯეტიდან 194 795 ლარი მიიღო. აღნიშნული შპს, რომელიც 2011 წელს ევროსტანდარტებით აშენებულ რუსთავის ნაგავსაყრელს განკარგავს, საერთო ჯამში 973 976 ლარს ფლობს. საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ აღნიშნული თანხის განმკარგავი შპს "რუსთავის ნაგავსაყრელი" თავად რუსთავის მერიამ და გარდაბნის გამგეობამ დააფუძნა.
ის, რომ ნაგავსაყრელს ქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული არც, თუ მცირე თანხის გარდა საკუთარ შემოსავლებსაც ფლობს, საზოგადოებასთან შეხვედრისას - რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თავად ნაგავსაყრელის დირექორმა, ხათუნა თეგეთაშვილმა განაცხადა. ,, ჩვენ უკვე 10 ტონა პლასტმასის ბოთლის ექსპორტი მოვახდინეთ თურქეთში" - საუბრობდა თეგეთაშვილი. ის, თუ რა კონკრეტული თანხა მიიღო ნაგავსაყრელმა ამ ექსპორტით მან არ დააკონკრეტა. ,, მეჩქარება, კომენტარს ვერ გაგიკეთებთ" - საუბარზე უარი გვითხრა და შეხვედრის დასრულებამდე დატოვა დარბაზი.
თუმცა მეორე, საინტერესო თემა რასაც თეგეთაშვილი შეხვედრის დასაწყისში შეეხო რუსთავის და გარდაბნის ნაგავსაყრელისთვის აღებული 12 წლიანი სესხია. ჩვენ კითხვაზე რა დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს აღნიშნული ნაგავსაყრელის მშენებლობა გვპასუხობდა. ,, მშენებლობა დაახლოებით 6 მილიონი დაჯდა, თუმცა თანხის ძირითადი ნაწილი გრანტებით მივიღეთ. აღებული გვაქვს, მხოლოდ,
1 მილიონ 600 ლარის სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, რომელიც 12 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს „ - ამბობდა, შპს "რუსთავის ნაგავსაყრელი"-ს დირექტორი, ხათუნა თეგეთაშვილი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ნაგავსაყრელს შესაძლოა მომავალში დამატებითი თანხებიც დასჭირდეს. ამის შედეგად კი აუცილებელი გახდება რუსთავში დასუფთავების გადასახადის გაზრდა. ასევე აღნიშნეს, რომ თუ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარდაბნის სოფლებიდანაც შევა, მაშინ გარდაბნის ბიუჯეტს ნაგავსაყრელის მუშაობისთვის დღევანდელზე მეტი თანხის გაღება მოუწევს. ,, ამ ეტაპზე, მხოლოდ, ქალაქ გარდაბნიდან შემოდის ნარჩენები, თუმცა იგეგმება სოფლებიდანაც მათი შემოტანა. ამ შემთხვევაში, ცხადია, გარდაბანს ნაგავსაყრელისთვის გადასახდელი თანხის გაზრდა მოუწევს" - საუბრობდა შპს "რუსთავის ნაგავსაყრელი"-ს დირექტორი.
რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის წარმომადგენლები, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ. საიას ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა აღნიშნული ნაგავსაყრელისთვის გამოყოფილი თანხის მართლზომიერება.
შეხვედრაზე მოსულმა რიგითმა მოქალაქეებმა კი ნაგავსაყრელის ეკოლოგიური კუთხით დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ერთის მხრივ სიკეთის მომტანი ნაგავსაყრელი შესაძლოა დიდი თანხების გათეთრების წყაროდ იქცეს.
ნაგასაყრელთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ღონისძიების ორგანიზატორების მიერ, მოწვეული იყო რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე, თუმცა მოწვევის მიუხედავად ტაბატაძე შეხვედრას არ დასწრებია.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments