ბოლო ზარი საპატრულო პოლიციისთვის, კვლავ, ზედმეტი თავსატკივარია

kkpress.ge

მე-12 კლასელები სკოლას ემშვიდობებიან. ტრადიციული ღონისძიების, თეთრი პერანგების და წარწერების გარდა ქართულ ბოლო ზარს ერთი თავისებურებაც აქვს.

სკოლებში გამოსამშვიდობებელი მცირე ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეები ქალაქში ავტომობილებით იწყებენ მოძრაობას. ხშირად, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის ფანჯრებზე ჯდებიან. ერთმანეთის გასწრებაზე მიმავალი მანქანები საავარიო სიტუაციებს ქმნიან. ,, არ იგონკაოთ-მეთქი" - რუსთავის საპატრულო პოლიცია მეგობრობის გამზირზე თეთრი მაისურების ფრიალით მიმავალ ავტობილებს დასდევს.

ახალგაზრდები განსაკუთრებულად სწარაფად რუსთავის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობენ. სიჩქარეს ხიდის გადასვლიდან ზრდიან. ხიდთან კი მათ საპატრულო პოლიცია ელოდება. ,, წელს ჩემმა შვილმა და ძმიშვილმა ერთად დააამთავრეს სკოლა. ახლა ქალაქში დადიან მანქანით" - საუბრობს რუსთაველი, მერი კიკნაძე.
კიკნაძემ ბევრი სხვა მშობლისგან განსხვავებით თადარიგი წინასწარ დაიჭირა. ,, საჭესთან ბავშვები ვერ დაჯდებიან. მძღოლს წინასწარ შევუთანხმდი, გამოცდილი კაცია და მაგათ ,,ცანცარს" არ აყვება" - ამბობს კიკნაძე.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments