რუსთაველი სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნაწილი საბავშო ბაღის გარეშე რჩება
kkpress.ge
საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა მთავრობა სრული გენდერული თანსწორობით 17 ქალბატონით და 17 მამაკაცით დააკომპლექტა. არაფერი ამდაგვარი ქართულ საზოგადებას არ ,,ემუქრება", ყოველშემთხვევაში მანამ სანამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები ქალთა უფლებებს დაცვას და მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობას სერიოზულად არ მოეკიდებიან.
Kkpress.ge-ს სკოლამდელი ასაკის რუსთაველი ბავშვების დედები დაუკავშირდნენ. ისინი ქალაქის საბავშო ბაღებში ადგილების სიმცირეზე საუბრობენ. მათი თქმით, რუსთავში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სექტემბრისთვის მისაღები ბავშვების სიები ყველა ჯგუფში, უკვე შევსებულია. არადა ახალგაზრდა დედებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნება და მუშაობა სურთ.
,, მე პირადად, სექტემბერში 2 წლის ბავშვის მიყვანა მინდა ბაგაში. ძველ რუსთავში ყველა ბაღი დავიარე და არავინ მიგვიღო. ამბობენ, რომ ადგილები აღარ აქვთ. სექტემბრისთვის მისაღები ბავშვების ჯგუფები უკვე გაივსო. ასეთივე პრობლემა შეექმნა ჩემს ახლობელსაც, თუმცა მას მერიაში ნაცნობი ჰყოლია და მისი მეშვეობით ბავშვი ბაღში მიიღეს. ასეთი ნაცნობი მე არ მაყვს, არადა ძლივს ვიშოვე სამუშაო სექტებრისთვის და არ ვიცი რა ვქნა." - საუბრობს რუსთაველი, ეკა შუბითიძე.
ჩვენ პრობლემის გადამოწმება ვცადეთ და რუსთავის საბავშო ბაღებს ვესტუმრეთ. ბაღის გამგეებს ვუხსნიდით, რომ 2 წლის ბავშვის მიყვანა გვინდა მათთან სექტემბრისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი თანხმობას გვეტყოდა, ცხადია, ჩვენი რესპოდენტების ბავშვებს დავაბინავებდით, თუმცა ექსპერიმენტი მათთვის სასარგებლოდ არ დასრულდა.
ვესტუმრეთ რუსთავის №1, №21, №8 საბავშო ბაღებს. აღნიშნული, ბაღების ყველა გამგემ ბაგაში ბავშვის მიღებაზე უარი გვითხრა. ,, არ მაქვს ადგილები. ამ ასაკის ბავშვს კი დიდ ჯგუფში ვერ ჩავსვამ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ბავშვს ვერ მივიღებ და ძალიან გთხოვთ არავინ შეაწუხოთ ტყუილად" - გვირჩია ნაცნობობა არ ჩაგვერია საქმეში რუსთავის №21-ე ბაღის გამგემ.
უარი მივიღეთ რუსთავის №1 საბავშო ბაღისგანაც. ,,სამწუხაროდ სექტემბერში არ მაქვს ბაგაში ბავშის მიღების საშუალება. მე ისე ვერ მივიღებ ბავშვს, რომ მისთვის საწოლი და სხვა საჭირო გარემო არ მქონეს. ვერც ვერავის დარეკვით და თხოვნით ვერ მივიღებ. მაღალ ჯგუფებშიც სექტემბრისთვის ადგილები შევსებულია, თუმცა ერთი ბავშვის ჩასმა, როგორღაც შეიძლება.
სამწუხაროდ, ასეთ რამეს ბაგას შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ" - გვიხსნიან რუსთავის №1 საბავშო ბაღში.
მცირედ განსხვავებული სიტუაცია შეგვექმნა რუსთავის №8 საბავშო ბაღში ,, ჯგუფები შევსებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს ბავშვი გვანახოთ. გააჩნია რამდენად დამოუკიდებელია. ვნახოთ...." - გვითხრეს №8 საბავშო ბაღში.
რუსთავის საბავშო ბაღებში სექტემბრისთვის უკვე, შევსებულ ჯგუფებზე ინფორმაცია თავდაპირველად უარყვეს აიპი რუსთავის ბაღების გაერთიანებაში.
,, არა, სექტემბრისთვის მისაღები ბავშების ჯგუფები საერთოდ არ არის დაკომპლექტებული" - გვითხრა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგოლე, ვიოლეტა ტატიკიშვილმა. მას შემდეგ რაც ტატიკიშვილს ჩვენი ბაღებში სტუმრობის შესახებ ვუამბეთ, პრობლემას არსებითად მიუდგა.
,, დაბალ ჯგუფებში, ანუ ბაგაში ნამდვილად არის პრობლემა. აქ საკმარისი საწოლების არ ქონის შემთხვევაში გამგე ბავშვს ვერ მიიღებს. ჯგუფების გაზრდაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, ეს მაინც ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა ყველა მშობელს, ვისაც ამ მხრივ პრობლემა შეექმნა ვურჩევთ ჩვენ მოგვმართოს. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ნამდვილად არავის აწყობს განაწყენებული მოქალაქე" - საუბრობს, აიპი რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე, ვიოლეტა ტატიკიშვილი.
საბავშო ბაღებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებს რუსთავის თვითმმართველობა.
ბავშვების საბავშო ბაღში მისაყვანად რუსთაველ დედებს წინასაარჩევნო პერიოდიც ვერ დაეხმარათ. გაზრდილი შობადობის ფონზე თვითმმართველობების დაფინანსებაზე მყოფი საბავშო ბაღები ვერ აკმაყოფილებენ მათზე გაზრდილ მოთხოვნას. ბაღების გამგეები კი ვერ აუდიან მეგობარ-ნათესავების ზარებს და თხოვნებით სათანადო პირობების, თუ ფართის არ ქონის მიუხედავად დამატებითი ბავშვების მიღებას.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments