ქვემო ქართლის ტელეკომპანია შსს-თვის გაისარჯა?!
kkpress.ge
დღეს ,, ქართული ოცნების" ლიდერები ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია, ზურაბ აბაშიძე, მანანა კობახიძე და გოგლა ჟვანია რუსთაველებს შეხვდნენ. შეხვედრა რუსთავის ქიმიკოსთა სახლში შედგა. დარბაზი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებით შეხვედრის დაწყებამდე ნახევარი-საათით ადრე გაივსო. ერთადერთი ანომალია ღონისძიების გადასაღებად ადგილობრივი მცირებიუჯეტიანი ტელევიზიიდან მოსული ორი გადამღები ჯგუფი იყო.
აღნიშნული რეგიონული მაუწყრებელი - ,, ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია" დავით კირკიტაძის უშუალო დაქვემდებარებაშია. ტელევიზიის დირექტორი კირკიტაძის ყოფილი პრესმდივანი და მეგობარი - ხათუნა მამარდაშვილია. ასევე მაუწყებლის აქციების 51% -ს გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ხამაშურიძე ფლობს. ხამაშურიძე მამრდაშვილის მსგავსად კირკიტაძის გუნდის წევრია. რატომ დაინტერესდა ასეთი მფლობელების ხელში ჩავარდნილი ტელევიზია ოპოზიციის ღონისძიებით?
საინტერესო დეტალია ისიც, რომ რეგიონალური ტელევიზიიდან მოსული ჟურნალისტები მუშაობით თავს არ იწუხებდნენ. ორივე მათგანი ღონისძიების მიმდინარეობისას დროის გარკველ ნაწილს დარბაზში არ ატარებდა. აივანზე იდგნენ, დარბაზში შემოსვლისას კი არხის მიკროფონი გართობის მიზნით ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდა აქტივისტებს ეკავათ.
ჟურნალისტებისგან განსხვავებით ერთი წუთით არ დაუსვენიათ ადგილობრივი ტელევიზიის ოპერატორებს. ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს სათითაოდ იღებდნენ.
,, სულ კრუპნი პლანით" იღებენ, რაც მოვიდნენ „ - ტელევიზიის ოპერატორების მუშაობამ მე-9 არხის გადამღები ჯგუფის ყურადღებაც მიიქცია.
,, ეთერში 1 წუთით გადასცემენ ჩვენ შეხვედრას. დანარჩენ გადაღებულ მასალს ჩვენი სახეებით კი პოლიციას მიართმევენ. სიმართლე გითხრათ არავისი აღარ გვეშინია. კიდევ ჩამოგვიარონ და ყველა რიგი სათითაოდ, როგორც წეღან გადაიღეს, ისევე გადაიღონ" - უკმაყოფილბას გამოხატავდნენ შეხვედრაზე მოსული რუსთაველები.
რეგიონული ტელევიზიის უცნაურად ბეჯით ოპერატორებზე კომენტარი ზვიად ძიძიგურმაც გააკეთა. ,, მე ვამბობ, რომ შეშინებული ადამიანი არ არის ბედნიერი ადამიანი. არ შეიძლება გეშინოდეს და ბედნიერი იყო. ეს დრო უკვე დამთავრდა. დღეს აქ შეშინებული მოქალაქეები აღარ არიან. ვინც რაც უნდა ის გადაიღოს და გაავრცელოს არავისი გვეშინია. ჩვენ უკვე იმდენები ვართ, რომ ამდენ ხალხს ვერავინ დაიჭერს" - საუბრობდა ძიძიგური.
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ თავის საინფორმაციო გამოშვებაში 20:30 წუთზე ,,ქართული ოცნების" ღონისძიებაზე 50 წამიანი სიუჟეტი გაუშვა, სადაც არც ერთი კადრი არ იყო გამოყენებული, დარბაზში მჯდომი მოქალაქეების.
50 წამიანი ორი სინქრონისგან შემდგარი სიუჟეტის მოსამზადებლად შეხვედრაზე ტელევიზიის ორი გადამღები ჯგუფი მუშაობდა.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments