,,ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“ - რუსთაველმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

kkpress.ge

დღეს, რუსთავის მერიის წინ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. 15 რუსთაველი ჟურნალისტი გაერთიანადა ერთი აზრის გარშემო: ,,ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები".

მედიის წარმომადგენლები, ბოლო თვეების მანძილზე, რეგიონებში მომუშავე კოლეგების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებს გამოეხმაურნენ. ,, მშვოდობიანი აქციით სოლიდარობა გამოვუცხადეთ რეგიონებში მომუშავე ჩვენს კოლეგებს. ჟურნალისტები, ვითხოვთ ერთადერთს მოგვეცეს პროფესიული საქმიანობის საშუალება. ეს უფლება ჩვენ ქვეყნის უმაღლესი კანონით - კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული.
ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლის ფაქტები, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. რაც შეეხება რუსთავს აქ ჟურნალისტების მიმართ, საბედნიეროდ, ფიზიკური შეხება არ მომხდარა, თუმცა პროფესიულ საქმიანობაში ჩვენც გვეშლება ხელი.

პრობლემები, ძირიათადად, ადგილობრივ პრესსამსახურებთან გვაქვს. ასევე, რეგიონებში მიმდინარე ე.წ დახურული შეხვედრების დროს მე პირადად ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო დაწესებულებიდან გამომაძევეს" - საუბრობს, ადგილობრივი გაზეთის ,,რუსთავის ამბების „ რედაქტორი, თამარ ბატიაშვილი.

აქციაზე მოსული სხვა რუსთაველი ჟურნალისტებიც, კოლეგების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან ერთად, საკუთარ პრობლემებზეც საუბრობდნენ. ,, იმ თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ კოლეგებზე სხვადასხვა რეგიონებში ხდებოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა, პრობლემები ჩვენც გვექმნებოდა . იმართებოდა დახურული შეხვედრები, სადაც მუშაობის და გადაღების საშუალება არ გვქონდა. ამ საქმეში კი პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობების პრესსამსახურები გვიშლიდნენ ხელს. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ პრესსამსახურების მუშაობის მეთოდები არის, პირველ რიგში, ხელისშემშლელი ფაქტორი რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის" - საუბრობს, ადგილობრივი ჟურნალისტი, რუსუდან გოგოლაძე.

აქციაში ,,ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები" მონაწილეობას იღებდნენ: ადგილობრივი გაზეთი ,,რუსთავის ამბები", მწერალი და ჟურნალისტი გივი ჯახუა, ტელეკომპანია ,,მე-9"-ის რეგიონალური ბიურო, ინტერნეტ გამოცემა presage.tv, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი kkpress.ge და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო"-ს ჟურნალისტები.


 

























kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments